ონკოლოგიის ცენტრი მძლავრ ონკოლოგიურ სერვისსა და პაციენტებზე ორიენტირებულ, კომფორტულ გარემოს გვთავაზობს
27 Сентябрь 2021
კავკასიის მედიცინის ცენტრი ონკო-პაციენტებისთვის და მათი თანხმლები პირებისთვის კომფორტულ და მუდმივად ხელმისაწვდომ გარემოს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიის ცენტრი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და აქვს დღისა და ღამის სტაციონარი. ამასთან, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პერიოდში განვითარებული გვერდითი მოვლენებისა და გართულებების შემთხვევაში პაციენტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას, რომელსაც ონკო-პაციენტების მართვის დიდი გამოცდილება აქვს, აღნიშნული სერვისი საქართველოში მხოლოდ კავკასიის მედიცინის ცეტრში მოქმედებს.