OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Статьи Блога

Статьи Блога

ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

20 Июнь 2024
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

რა არის ართრიტი?

ართრიტი არის სახსრის ანთება, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა გენეზის სისტემური ანთებითი პროცესით, როდესაც მთელი ორგანიზმის მასშტაბით მიმდინარეობს ცვლილებები, ან სახსრის ცვეთით, რომელიც გამოწვეულია ადგილობრივი ანთებითი პროცესით, რომელსაც არ ახლავს შინაგანი ორგანოების დაზიანება. ყველაზე მეტად გავრცელებულია სახსრის ცვეთით გამოწვეული ართრიტი, რომელსაც ართროზიც ეწოდება, ხოლო პოპულარულ ენაზე ხშირად მოიხსენიება, როგორც „ მარილების დაგროვება“.

 

რომელი სახსრები ზიანდება ყველაზე ხშირად?

ცვეთით გამოწვეული  ართრიტის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება ეგრეთწოდებული სიმძიმის ამწევი სახსრები, კერძოდ, მუხლები, მენჯ-ბარძაყი, ხერხემლის წელის სეგმენტი, თუმცა მოსალოდნელია ნებისმიერი სახსარის დაზიანება. სპეციფიური ცვლილებები ვითრდება ხელის მტევნებში, განსაკუთრებით საყურადღებოა თითის საფრჩხილე ფალანგების დეფორმაციები, უმტკივნეული ძვლოვანი კვანძების გაჩენა, რომელიც ადვილი შესამჩნევია თითის წვერების მიდამოში.

 

როგორი სიმპტომები ახასიათებს ართრიტს?

ყველაზე ხშირია ტკივილი, განსაკუთრებით მოძრაობისას, რომელიც უმჯობესდება და ხშირად სრულად ქრება მოსვენების მდგომარეობაში. დამახასიათებელია ხანმოკლე დილის შებოჭილობაც. პაცინეტს დროთა განმავლობაში უვითარდება სახსრის დეფორმაცია, რომელიც ვიზუალურადაც ადვილი შესამჩნევი ხდება. დამახასიათებელია სახსარში გამონაჟონი, რაც შეშუპებით, შესიებით გამოიხატება. მცირდება სახსრის მოძრაობის სიფართე და საბოლოოდ პაციენტს უჭირს გადაადგილება და ყოველდღიური მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი.

 

ვის ემუქრება ართრიტი?

დროთა განმავლობაში ნებისმიერი ადამიანის სახსარი ცვდება, თუმცა ჭარბი წონა და არანორმირებული ფიზიკური დატვირთვა  არის ადრეული და სწრფი ცვეთის განმაპირობებელი ფაქტორები. ნაადრევად ცვდება ის სახსრები, რომელიც უკვე დაზიანებულია ამათუ იმ მიზეზის გამო (ტრავმა, სხვა ანთებითი სახსროვანი პათოლოგია). სახსრის ცვეთას აჩქარებს სხვადასხვა ენდოკრინულოგიური დაავადებებიც (ფარისებრის პათოლოგიები, დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის დაავადებები). აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ძვლის მინერალიზაციის დაქვეითება, ანუ ოსტეოპოროზი, ასევე არის სახსრების ცვეთის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი.

 

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

დიაგნოზის დასმა ხდება პირველ რიგში ანამნეზით (პაციენტის ისტორიის მოკვლევით), გასინჯვით და გამოკვლევებით. საჭიროა რენტგენოლოგიური კვლევა, ლაბორატორიული ანალიზები, სახსრის ულტრასონოგრაფია, ზოგჯერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სახსარში დაგროვილი სითხის დრენირება და მისი შესწავლა.

 

როგორია მკურნალობის პროცესი?

მკურნალობა მოიცავს ადგილობრივ საშუალებებს (მალამოებს, სხვადასხვა აპლიკაციებს), მედიკამენტებს, სახსარშიდა ინექციებს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო ვარჯიშებს.

არსებობს თუ არა ოპერაციული მკურნალობა?

ართრიტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი  როლი ენიჭება ოპერაციულ მკურნალობას, სახსრის ენდოპროტეზირებას. ჩვეულებრივ, ოპერაციული ჩარევა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახსრის რესურსი ამოწურულია და კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, თუმცა არსებობს გარკვეული გარემოებები, როდესაც ოპერაციული ჩარევა რეკომენდებულია შედარებით ადრეულ ეტაპზე. გარდა ენდოპროტეზირებისა, არსებობს მინიინვაზიური ჩარევები, კერძოდ, ართროსკოპიური ჩარევა, როდესაც ხდება დიაგნოსტიკაც და პროცედურის ჩატარებაც, კერძოდ სახსრის „შეკეთება“, რაც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს და პაციენტს აღარ დაჭირდეს ენდოპროტეზირება. აღნიშნული მკურნალობის ტაქტიკა და თანმიმდევრობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის მიერ.

 

ცხოვრების წესის ცვლილება

ართრიტის დროს მნიშვნელოვანია მწვავე პროცესის და ტკივილის მართვა და როგორც კი შესაძლებელი გახდება, აუცილებელია პაცინეტის ფიზიკური გააქტიურება. დატვირთვა უნდა იყოს ზომიერი და უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად. მნიშვნელოვანია წონის კონტროლი, რადგან ჭარბი წონა ამძიმებს, ხოლო რამდენიმე კილოგრამის დაკლებაც კი, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას, შესაბამისის მკურნალობის ფონზე.

 





რევმატოლოგი მარიკა თოიძე საუბრობს ბლოგში:

другие блогпосты

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
Посмотреть
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 Июль 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
Посмотреть
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 Февраль 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზიის  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
Посмотреть
არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 Июль 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.