OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Статьи Блога

Статьи Блога

როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი? პედიატრ-იმუნოლოგ მარიამ ვაჩნაძის რჩევები

06 Март 2025
როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი? პედიატრ-იმუნოლოგ მარიამ ვაჩნაძის რჩევები

როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი? პედიატრ-იმუნოლოგ მარიამ ვაჩნაძის რჩევები


ჯანსაღი იმუნური სისტემა ხელს უწყობს ვირუსული  და ბაქტერიული ინფექციების, ალერგიის და სხვა დაავადებების თავიდან აცილებას.

ბავშვს დაბადებისთანავე აქვს თანდაყოლილი დაცვა, სიცოცხლის განმავლობაში ყალიბდება შეძენილი იმუნიტეტი. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტის ერთობლიობა  ქმნის ბარიერს მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ. იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება ბავშვს ჯანმრთელობას უნარჩუნებს. 

განსაკუთრებულ ბარიერს ქმნის ლიმფოიდური ორგანოები, განსაკუთრებით ტონზილები ( ნუშურა ჯირკვლები  ყელში) და ადენოიდები ( ცხვირის უკან ღრუში) მავნე ნაწილაკებმა რომ არ შეაღწიონ სასუნთქ სისტემაში.  ინფექციაზე საპასუხოდ, მათი ჰიპერპლაზია (გადიდება) და ჰიპერემია (გაწითლება) ნორმალური რეაქციაა, მაგრამ არ უნდა მიიღოს ქრონიკული ხასიათი.

სიცოცხლის პირველ წლებში , როდესაც ბავშვის იმუნური და სეკრეტორული სისტემა მწიფდება და ყალიბდება, ხშირია მომატებული ავადობა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებით. განსაკუთრებით ხშირია სასუნთქი სისტემის დაავადებები, რომელსაც თან გახანგრძლივებული ხველა, სურდო, ცხვირის გაჭედვა და სხვა სიმპტომები ახლავს. სწორად მართვის  და მეთვალყურეობის შემთხვევაში ეს საგანგაშო არ არის.

მშობლებს ხშირად აინტერესებთ,  რა შეუძლიათ გააკეთონ შვილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.  არსებობს თუ არა გზები იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და დაავადებებისგან თავის დასაღწევად?

პასუხი არის დიახ - მაგრამ არ არსებობს  ჯადოსნური მედიკამენტი ან დანამატი. იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის საუკეთესო გზა, ძირითადად, აუცილებელი ზომების მიღებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. რაოდენ მოსაწყენადაც  არ უნდა ჟღერდეს, ეს ნაცადია და ამართლებს.


მიეცით ჯანსაღი საკვები

ჯანსაღში იგულისხმება დიეტა, ბევრი ხილისა და ბოსტნეულის შემცველობით, მთლიანი მარცვლეული და  ცილა,  რძის ან კალციუმის სხვა წყარო და ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა მცენარეული ზეთები.

ბავშვი მოარიდეთ დამუშავებული საკვებს, რომელსაც  დამატებული აქვს შაქარი ან  არაჯანსაღი ცხიმები.  ეს არ ნიშნავს , რომ თქვენს შვილს არ შეუძლია ფუნთუშების ან ნაყინის ჭამა. მაგრამ თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი იყოს ჯანმრთელი, არ უნდა მისცეთ ეს საკვები ყოველდღე. 


დარწმუნდით, რომ მათ საკმარისად სძინავთ


ძილი საჭიროა  სხეულის განტვირთვისათვის. ბავშვისთვის საჭირო ძილის რაოდენობა განსხვავდება ასაკის მიხედვით (12-დან 16 საათამდე დღეში ჩვილებისთვის , 8-დან 10 საათამდე მოზარდებისთვის), ჯანსაღი ძილის წახალისება შეგიძლიათ ეკრანების შეზღუდვით - მოზარდებისთვის მოწყობილობები ნამდვილად უნდა გამორთოთ ძილის წინ ერთი ან ორი საათით ადრე.


ხელი შუეწყეთ ხშირ აქტივობას


დღეში რამდენიმე საათი ფიზიკური აქტივობა ბავშვს ჯანმრთელობას უნარჩუნებს და იგი ნაკლებად ავადდება.  ეს შეიძლება იყოს როგორც  სპორტული აქტივობა, ასევე ჰერზე თამაში ან სეირნობა. 


 მართეთ სტრესი


სტრესი ჯანმრთელობის შესუსტებას და ინფექციების მიმართ მიდრეკილებას იწვევს. დარწმუნდით, რომ ბავშვებს აქვთ თამაშის დრო და წვდომა იმ აქტივობებსა და ადამიანებზე, რომლებიც მათ ახარებენ. გაატარეთ დრო ერთად და შეუქმენით შესაძლებლობა თქვენს შვილებს ისაუბრონ ყველაფერზე, რაც მათ აწუხებთ. თუ თქვენ გაშფოთებთ ბავშვის განწყობა ან ემოციური ჯანმრთელობა, ესაუბრეთ ექიმს.


ვაქცინაცია


საჭიროების შემთხვევაში ბავშვს ჩაუტარეთ სეზონურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაციის ჩატარება გადაწყვიტეთ ინდივიდუალურად, ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.


არ დაივიწყოთ მარტივი სიფრთხილის ზომები


ოჯახში ყველას შეუძლია მიიღოს მარტივი სიფრთხილის ზომები, რათა სხვის  ჯანმრთელობას მოუფრთხილდეს. ხშირად დაიბანეთ ხელები. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ავადმყოფებს. გამოიყენეთ ნიღბები  ხალხმრავალ შიდა სივრცეებში.


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Harvard Health Publishing. Boosting your child’s Immune system

https://www.health.harvard.edu/blog/boosting-your-childs-immune-system-202110122614

  1. Stanford Medicine. Children’s Health , The immune system

https://www.stanfordchildrens.org/en/topic/default?id=the-immune-system-90-P01665

  1. American Academy of Allergy  Asthma and Immunology, Prevention of Allergy and Astma in children

https://www.aaaai.org/tools-for-the-public/conditions-library/allergies/prevention-of-allergies-and-asthma-in-children


ავტორი:

მარიკა ვაჩნაძე  MD, PhD, ალერგოლოგ - იმუნოლოგი,  ასოცირებული პროფესორი , დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი; კავკასიის მედიცინის ცენტრი

другие блогпосты

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
Посмотреть
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 Июль 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
Посмотреть
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 Июнь 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
Посмотреть
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 Февраль 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.