OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Статьи Блога

Статьи Блога

ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში

08 Ноябрь 2022
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში

ეპილეფსია საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა ამოუცნობ მოვლენად და მას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს, მათ შორის დემონების დაავადებას უწოდებდნენ. განვითარების ეტაპებმა კაცობრიობის დაბნეულობას საბოლოოდ მოჰფინა ნათელი და დაადასტურა, რომ ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური პათოლოგიაა, რომელიც ნებისმიერი სქესის, ასაკისა და რასის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.

 

თანამედროვე მედიცინა უკვე დაავადების ქირურგიული მკურნალობის შესაძლებლობასაც იძლევა. სწორედ ეპილეფსიის ქირურგიის სერვისი ამოქმედდა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ნეიროქირურგიული გუნდი მუშაობს. ამ მხრივ ჰოსპიტალი თანამშრომლობს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტთან, რომელსაც პროფესორი სოფიო კასრაძე ხელმძღვანელობს. ეპილეფსიის ქირურგიის მიმართულებას კი კავკასიის მედიცინის ცენტრში მედიცინის დოქტორი, ვლადიმერ წიქარიშვილი უწევს ხელმძღვანელობას. ჰოსპიტალში უკვე ეპილეფსიის 8 წარმატებული ოპერაცია ჩატარდა.

 

> რა არის ეპილეფსია?

ეპილეფსია თავის ტვინში გადაჭარბებული ელექტროაქტიურობის შედეგად აღმოცენებული უნებლიე, გაუცნობიერებელი მოძრაობები და ქცევაა, რომელსაც შესაძლოა, თან ახლდეს გონების დაკარგვის ეპიზოდიც. ასეთ შეტევას გენერალიზებულ გულყრებს უწოდებენ და მისი განვითარებისას ეპილეფსიური აქტივობა იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ კერის დადგენა ვერ ხერხდება. ლოკალური გულყრების დროს კი კერის განსაზღვრა შესაძლებელია. ის ვლინდება გემოს, სუნის, გარემოს აღქმის შეცვლით, ხანმოკლე კრთომით რომელიმე კიდურში ან სხეულში, ასევე დაბუჟების, თავბრუსხვევის შეგრძნებებით.

 

არსებობს ეპილეფსიური გულყრების სხვადასხვა ქვეტიპი და, შესაბამისად, - სხვადასხვაგვარი გამოვლინება. ეს დამოკიდებულია, ტვინის რა უბნის დაზიანებით არის გამოწვეული გულყრა. მაგალითად, ატონურია გულყრა, როდესაც მთელი სხეულის ან სხეულის ერთი ნაწილის კუნთებში  ტონუსის უეცარი დაქვეითება ხდება, რის ფონზეც ადამიანი უეცრად, მოწყვეტით ვარდება. ასეთი შეტევები სულ რამდენიმე წამი გრძელდება.

 

  > როგორ გამოვავლინოთ ეპილეფსია?

ეპილეფსიის დიაგნოზის დადასტურება ნევროლოგთან კონსულტაციისა და შესაბამისი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგად ხორციელდება. ტარდება ელექტროენცეფალოგრაფია,  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, კარდიოლოგიური, ლაბორატორიული, ნეიროფსიქოლოგიური, გენეტიკური კვლევები და სხვა.

> როგორ ვუმკურნალოთ ეპილეფსიას?

ეპილეფსიის მკურნალობა მას შემდეგ იწყება, რაც ეპილეფსიის ტიპი გამოვლინდება და მკურნალობის უპირველესი მეთოდი, როგორც წესი, მედიკამენტურია. გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, სქესი, თანდართული დაავადებები... იმ პაციენტებს, რომელთაც მკურნალობის ფონზე 3 წლის განმავლობაში გულყრა არ აღენიშნათ, მკურნალობის შეწყვეტისა და სრული გამოჯანმრთელების მაღალი შანსი აქვთ. თუმცა მედიკამენტების მოხსნა უნდა მოხდეს ექიმთან შეთანხმებით, თანდათანობით, სპეციალური სქემით, რადგანაც არსებობს შეტევის განმეორების რისკი. თანამედროვე მედიცინა იძლევა ასევე ეპილეფსიის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის შესაძლებლობას, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ეფექტურობის მაღალი ხარისხით ხასიათდება.

 

>  როდის ტარდება ეპილეფსიის ქირურგია?

ეპილეფსიის ქირურგია ტარდება მხოლოდ ფარმაკორეზისტენტული გულყრების არსებობის შემთხვევაში. საუბარია ეპილეფსიური სინდრომის ისეთ ტიპზე, როცა მედიკამენტური ორწლიანი მკურნალობა არაეფექტურია. კიდევ სხვა რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებისა და რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანის შემთხვევაში, პაციენტს ეპილეფიის ქირურგია უტარდება.

>  რა სახის ოპერაციები ტარდება ეპილეფსიის ქირურგიაში?

ეპილეფსიის ქირურგიაში ძირითადი ნაწილი მაინც ეპილეფტოგენური ზონის აღმოჩენასა და რეზექციაზე მოდის, თუმცა არსებობს ეპილეფსიის გავრცელების შემაჩერებელი ოპერაციებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯია თავის ტვინის დაზიანებული უბნის აღმოჩენა, მისი ორგანული ცვლილებების მიზეზის დადგენა, რაც ინვაზიური ან არაინვაზიური მეთოდებით ხორციელდება.

 

არაინვაზიური პროცედურის ხანგრძლივობა 78 საათია. ამ დროის განმავლობაში პაციენტი ელექტროენცეფალოგრამაზეა შეერთებული, რაც გულყრის იდენტიფიკაციის, მისი სემიოლოგიის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კი თავის ტვინის სტრუქტურულ ცვლილებებს ავლენს. შედარებით იშვიათ შემთხვევებში ხდება საჭირო პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის ჩატარება, რომელიც არაინვაზიურად იძლევა ტვინის იმ ზონის გამოვლენის შესაძლებლობას, რომელიც პასუხისმგებელია ეპილეფსიურ გულყრებზე.

 

ინვაზიური მეთოდების გამოყენებისას თავის ტვინში ელექტროდების ჩანერგვა ხდება. შედეგად, დგინდება, მიიჩნევა თუ არა ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტი საოპერაციო კანდიდატად.

 

>  რა მეთოდებით ხორციელდება ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში?

კავკასიის მედიცინის ცენტრში ეპილეფსიის ქირურგია რამდენიმე მეთოდით ხორციელდება. მათ შორის არის ეპილეფტიკენური ზონის გამოვლენა და ამოკვეთა. ამ ოპერაციების ეფექტურობაა 70%-80%-მდე. ტარდება ასევე მანიპულაცია ტვინის ჰემისფეროების ერთმანეთისგან გამოთიშვის მეთოდით, რათა აღმოიფხვრას ტვინის ჯანმრთელი ქსოვილების ფუნქციური დაზიანების საფრთხე. ამ ოპერაციის ეფექტურობა 50%-70%-მდეა.

არსებობს ასევე პალიატიური ოპერაციები, რომელსაც სუპიალურ რეზექციას უწოდებენ. იქიდან გამომდინარე, რომ დაავადებას, ძირითადად, ტვინის ქერქის დაზიანება იწვევს, ხორციელდება ე.წ. ქერქის დასერვაპათოლოგიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.  

 

კიდევ ერთი მიდგომა ტვინის ღრმა სტრუქტურების სტიმულაციაა. ეს გულისხმობს ნერვული დაბოლოებების სტიმულაციას სპეციალური აპარატის მეშვეობით, რომელიც ეპილეფსიური გულყრების სიხშირის შემცირებისკენ არის მიმართული.

 

საბოლოო ჯამში, თანამედროვე მედიცინა იძლევა შესაძლებლობას, ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს უმკურნალოს მედიკამენტური თუ ქირურგიული გზით, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციული თვალსაზრისით აუცილებელია, პაციენტი (დაავადების განვითარების ეტაპებისა და მდგომარეობის მიხედვით) გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.

другие блогпосты

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
Посмотреть
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 Июль 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
Посмотреть
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 Июнь 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
Посмотреть
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 Февраль 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.