OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სერვისები

ნეიროქირურგია

ნეიროქირურგია და ნევროლოგია
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
კლინიკაში მუშაობს მაღალკვალიფიციური ნეიროქირურგიული გუნდი 24/7 რეჟიმში. ტარდება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ისეთი ნეიროქირურგიული ოპერაციები, როგორებიცაა:

ნეიროონკოლოგიური ქირურგია :
  • თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ქირურგია;
  • თავისა და ზურგის ტვინის გარსების სიმსივნეების ქირურგია;
  • თავისა და ზურგის ტვინის ნერვების სიმსივნეების ქირურგია;
  • ქალა-ფუძის, კრანიო-ორბიტალური და კრანიო-ფაციალური სიმსივნეების ქირურგია;
  • ჰიპოფიზის ადენომების ტრანსსფენოიდალური ენდოსკოპიური ქირურგია.
ენდოვასკულური და ღია სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია:
  • თავის ტვინის არტერიული ანევრიზმების ქირურგია;
  • თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი მალფორმაციების ქირურგია (არტერიო-ვენური მალფორმაცია, კავერნოზული-ანგიომა, არტერიო-დურალური ფისტულა);
  • ექსტრაკრანიული საძილე არტერიების მაოკლუზირებელი დაავადებების ქირურგია (ენდარტერექტომია, ანგიოპლასტიკა);
  • მოია-მოია დაავადების ქირურგია;
  • ჰემორაგიული და იშემიური ინსულტების ქირურგია;
სპინალური ქირურგია:
  • ხერხემლის სვეტის დეგენერაციული დაავადებების ქირურგია (მალთაშუა დისკოს თიაქარი, სპინალური სტენოზი, სპონდილოლისთეზი);
  • ხერხემლის სვეტის დეფორმაციით მიმდინარე დაავადებების ქირურგია;
  • ხერხემლის სვეტის სიმსივნეების ქირურგია;


ფუნქციური ნეიროქირურგია :
  • მოძრაობის დარღვევების ქირურგია (პარკინსონიზმი, დისტონია და სხვ.);
  • ტკივილის სინდრომების ქირურგია;
  • ეპილეფსიის ქირურგია;
  • სამწვერა ნევრალგიის, ჰემიფაციალური სპაზმის, ენა-ხახის ნევრალგიის ქირურგია;
  • პერიფერიული ნერვების გვირაბული სინდრომების ქირურგია;
ნეიროტრავმა
  • თავის ტვინის, ქალა-ფუძისა და ქალა-სარქვლის ტრავმული დაზიანებების ქირურგია;
  • ხერხემლისა და კრანიო-სპინალური მიდამოს ტრავმული დაზიანებების ქირურგია.

მათ შორის, შესაძლებელია დისკექტომიებისა და პროტეზირების ჩატარება ისეთი თანამედროვე მიდგომით, როგორიცაა „ქეიჯების“ გამოყენება.
ხელმისაწვეომია შემდეგი დიაგნოსტიკური მეთოდები და მატერიალურ-ტექნოლოგიური ბაზა:
  • 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • 1.5 და 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული აპარატი;
  • ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპია − C-arm;
  • ინტრაკრანიული (ჰიდროცეფალიისა და ტრანსფენოიდალური) ენდოსკოპია;
  • მიკროდოპლერი;
  • ინტრაოპერაციული ულტრასონოგრაფია
სხვა სერვისები