OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

სერვისები

ორთოპედია / ტრავმატოლოგია

კავკასიის სამედიცინო ცენტრში ტრავმატოლოგია/ორთოპედიის სერვისი პაციენტებს სთავაზობს 24 საათიან სრულ დიაგნოსტიკურ, ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.
ორთოპედია / ტრავმატოლოგია
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
კავკასიის სამედიცინო ცენტრში ტრავმატოლოგია/ორთოპედიის სერვისი პაციენტებს სთავაზობს 24 საათიან სრულ დიაგნოსტიკურ, ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.

მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზებითა და ულტრათანამედროვე ელექტროოპტიკური გარდამქმნელის მეშვეობით კლინიკაში შესაძლებელია სხვადასხვა მაღალი სირთულის ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური სერვისის მიღება. მათ შორის:

  • ოსტეოსინთეზის მეთოდები მაბლოკირებელი ღეროებით;
  • მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებები;
  • კიდურების დაგრძელება თანდაყოლილი და შეძენილი სიმოკლის დროს;
  • განსაკუთრებით დიდ უპირატესობას წარმოადგენს მუხლისა და მხრის სახსრის პათოლოგიების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა, რომელიც სრულდება უახლესი ტიპის ართროსკოპით: იოგოვანი აპარატის დაზიანება, მენისკექტომია და ა.შ;
  • ძვალკუნთოვანი პათოლოგიების შედეგად წარმოშობილი ორთოპედიული და მძიმე ტრავმებით განვითარებული მდგომარეობების ოპერაციული მკურნალობა;
  • მსხვილი ლულოვანი ძვლების ძვალზედა, ინტრამედულარული და ექსტრაფოკალური ოსტეოსინთეზი;
  • ძვლების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების ოპერაციული მკურნალობა;
  • მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების პირველადი ენდოპროტეზირება;
  • მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების სარევიზიო და ონკოპროტეზირება.
  • კლინიკაში ასევე დანერგილია ე. წ. MIPO ტექნიკით განხორციელებული ოპერაციები, რაც გულისხმობს მინიმალური ინვაზიურ ჩარევას.


მნიშვნელოვანი სფეროა სპორტული ტრავმის მიმართულება და რეაბილიტაცია სადაც დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია უტარდებათ პროფესიონალ სპორტსმენებს.

კავკასიის სამედიცინო ცენტრის ტრავმა ორთოპედიული სამსახურის გულდი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ტრავმა ორთოპედთა საერთაშორისო კონფერენციებში.