ვადიმ ხატიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. მან წარმატებით დახურა რეზიდენტურაც კლინიკურ სპეციალობებში მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 1996 წელს მან დაიცვა დისერტაცია საშვილოსნოს ამპუტაციის შესახებ - ჰისტერექტომია ენდოსკოპიის საშუალებით. ვადიმ ხატიაშვილი 1994 წლიდან რუსეთის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის, ხოლო 2010 წლიდან ევროპის ენდოსკოპთა ასოციაციის წევრია. 2006 წელს მან მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი (PHD) მიიღო. კვალიფიკაცია იტალიასა და საფრანგეთში აიმაღლა და რუსეთისა და საქართველოს ჰოსპიტლებში იმუშავა. 2018 წლიდან ვადიმ ხატიაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.