დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება ონკოლოგიაში ნ.ნ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მიიღო, რის შემდეგაც მუშაობდა ამავე ინსტიტუტში კლინიკურ ონკოლოგად. სტაჟირება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ დაწესებულებებში (თურქეთი, გერმანია, ისრაელი, შვეიცარია) გაიარა.
ივანე კილაძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. ამ ეტაპზე, ის იკავებს ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას, კავკასიის მედიცინის ცენტრში.
- 2005 წლიდან ის გახლავთ ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) აქტიური წევრი
- 2014 წლიდან ის არის ასოციაცია „საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი
- 2016 წლიდან ივანე არის საქართველოს კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი
- 2018-2019 წლებში ის სწავლობდა ციურიხის უნივერსიტეტში ფილტვის კიბოს მკურნალობის სამეცნიერო პროგრამაზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ მიღებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი
ივანე კილაძე მუდმივად მონაწილეობს მომხსენებლის სტატუსით ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. მას გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი ისეთ სამედიცინო ჟურნალებში, როგორიცაა The Breast, Annals of Oncology, Journal of Thoracic Oncology.