OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ივანე კილაძე MD, PhD

კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების უფროსი; ონკოლოგი
5 (1)
ივანე კილაძე MD, PhD
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება ონკოლოგიაში ნ.ნ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მიიღო, რის შემდეგაც მუშაობდა ამავე ინსტიტუტში კლინიკურ ონკოლოგად. სტაჟირება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ დაწესებულებებში (თურქეთი, გერმანია, ისრაელი, შვეიცარია) გაიარა.

ივანე კილაძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. ამ ეტაპზე, ის იკავებს ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას, კავკასიის მედიცინის ცენტრში.

  • 2005 წლიდან ის გახლავთ ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) აქტიური წევრი
  • 2014 წლიდან ის არის ასოციაცია „საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი
  • 2016 წლიდან ივანე არის საქართველოს კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი
  • 2018-2019 წლებში ის სწავლობდა ციურიხის უნივერსიტეტში ფილტვის კიბოს მკურნალობის სამეცნიერო პროგრამაზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ მიღებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი

ივანე კილაძე მუდმივად მონაწილეობს მომხსენებლის სტატუსით ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. მას გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი ისეთ სამედიცინო ჟურნალებში, როგორიცაა The Breast, Annals of Oncology, Journal of Thoracic Oncology.
პაციენტების შეფასება
ექიმის შეფასება
სავალდებულო ველები აღნიშულია *
აირჩიეთ რეიტინგი *
5 (1)
სახელი *
ქვეყანა *
თქვენი შეფასება გაივლის მოდერაციას და საიტზე განთავსდება ადმინისტრატორის დასტურის შემდგომ
სერვისები, რომელსაც გთავაზობთ