OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

ცენტრები

თვალის ცენტრი

თვალის ცენტრი
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება

სრულფასოვანი ოფთალმოლოგიური ამბულატორიული მომსახურება კვირაში 7 დღე ერთ სივრცეში - ასეთ კომფორტულ გარემოს სთავაზობს თვალის ცენტრი პაციენტებს, რომლებიც კავკასიის მედიცინის ცენტრს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ეწვევიან.

ცენტრი ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი, სადაც საუკეთესო ოფთალმოლოგიური გუნდით მოგემსახურებიან ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, პროფესორი მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე. თვალის ცენტრში მოღვაწეობენ ყველასთვის ცნობილი ოფთალმოლოგები: ნინო ბერაძე, თამარ ოდიშარია, რევაზ ომიაძე, ნინო თხელიძე, თეონა ვარშალომიძე, თეონა საღირაშვილი, თეონა კიტმირიდი, ეკა ღუღუნიშვილი, სოფო წიკლაური, ხათუნა ვაშაძე, სალომე ჯაფარიძე.

გეგმიური მომსახურების მისაღებად ჩაწერა წინასწარ ხორციელდება ნომერზე 2 600 600, თუმცა თვალის ცენტრი პაციენტებს ურგენტულ რეჟიმშიც ემსახურება და შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

  • მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტული კვლევები
  • მხედველობის შემოწმება და კორექცია
  • საცრემლე ჯირკვლის, ქუთუთოების გამოკვლევა/მკურნალობა
  • თვალის ნებისმიერი პათოლოგიის გამოკვლევა/მკურნალობა
  • თვალის ტრავმული დაზიანებების მკურნალობა და სხვა.

ოფთალმოლოგიური ცენტრი პაციენტებს ასტიგმატიზმის, ახლომხედველობის და შორსმხედველობის კორექციას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო ფემტო-ექსიმერ ლაზერის საშუალებით სთავაზობს. გარდა ამისა, კლინიკაში ხორციელდება კერატოკონუსის კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა, ხელოვნური რქოვანის გადანერგვა და გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა. კავკასიის მედიცინის ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა სრული ოფთალმოლოგიური სერვისი თამარ ოდიშარიას ხელმძღვანელობით და გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარება კვირაში 7 დღე 24 სთ-ის განმავლობაში ნინო ბერაძის ხელმძღვანელობით.

სხვა სერვისები