OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

თამარ ბახტაძე

წევრი
თამარ ბახტაძე
თამარ ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა პედიატრიის მიმართულებით ჯერ თბილისის საერო უნივერსიტეტში, შემდეგ კი - ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში განაგრძო. ბავშვთა მოვლის მხრივ არაერთი სპეციფიკური მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურის კურსდამთავრებულმა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება მიიღო.

თამარ ბახტაძის პროფესიული მოღვაწეობა, ძირითადად, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს უკავშირდება. დღეს ის მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორის პოსტს იკავებს და ევექსის პედიატრიული სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრია. მანამდე, ამავე კლინიკაში 8 წლის განმავლობაში უძღვებოდა სამედიცინო ხელმძღვანელის პოზიციასაც.

თამარ ბახტაძე ეწევა აქტიურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და USAID-ის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ტრენერია. ასევე, არის ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი.

პარალელურად, თამარ ბახტაძე აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებსა და კონფერენციებში. მან კვალიფიკაცია აშშ-სა და იტალიაში აიმაღლა. ასევე, აქტიურად მონაწილეობდა USAID-სა და UNICEF-ის პროექტებში.