OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ივანე ჩხაიძე

თავმჯდომარე
ივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია. ასევე, არის ევექსის პედიატრიული სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე. მის სამედიცინო და სამეცნიერო ინტერესების ძირითად სფეროს პედიატრიული რესპირაციული მედიცინა წარმოადგენს.

ივანე ჩხაიძე არის იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინი) ეროვნული საბჭოს წევრი, ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) და ამერიკის თორაკალური საზოგადოების (ATS) წევრი, პოლონური (Pneumologia i Alergologia Polska), სერბული (Preventivna Pedijatrija) და ბერძნული (PNEUMON) სამედიცინო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, პულმონოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (EBAP) ექსპერტი.

მის მიერ გამოქვეყნებულია 256 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 32 შეყვანილია აშშ-ს ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში (PubMed.Gov). 2015 წელს მას მიენიჭა ეროვნული პრემია მედიცინაში.