OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

მძლავრი ონკოდიაგნოსტიკური სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში

14 სექტემბერი 2021
მძლავრი ონკოდიაგნოსტიკური სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში
ონკოლოგიაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ზუსტი დიაგნოსტიკაა. იგი დაავადებების მართვის პირველ ეტაპს წარმოაგდენს. კავკასიის მედიცინის ცენტრი ყველა ონკოლოგიური დაავადების შემდეგ გამოკვლევის მეთოდებს გვთავაზობს:

  • ლაბორატორიული კვლევები;
  • რადიოლოგიური კვლევები;
  • ენდოსკოპიური კვლევები: ბრონქოსკოპია, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კოლპოსკოპია, კოლონოსკოპია;
  • მორფოლოგიური დიაგნოსტიკა;
  • მოლეკულური დიაგნოსტიკა (ულტრათანამედროვე, მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები - სიმსივნეების დნმ დიაგნოსტიკა).

ლაბორატორიულ მომსახურებას მულტიპროფილური ლაბორატორია, მეგალაბი უზრუნველყოფს, რომელიც კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს აერთიანებს. ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატებით შესაძლებელია რუტინული ანალიზების ჩატარება (სისხლისა და შარდის ანალიზი) და სისხლში ონკომარკერების (სიმსივნური მარკერი) იდენტიფიცირება.

რადიოლოგიის მიმართულება კი, რომელსაც ნიკოლოზ საინიშვილი ხელმძღვანელობს, ონკოლოგიური დაავადებების სრული სპექტრის პირველად დიაგნოსტიკასა და შემდგომ მონიტორინგს უზრუნველყოფს. ამისთვის გამოიყენება დიაგნოსტიკური რადიოლოგიის სრული არსენალი:

  • ექოსკოპია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

აღსანიშნავია ჰოსპიტლის დასავლური გამოცდილების, მაღალკვალიფიციური მორფოლოგების გუნდი, რომელსაც ქეთი კანკავა ხელმძღვანელობს. დაავადების დიაგნოსტირებაში მორფოლოგიური კვლევა ოქროს სტანდარტს წარმოადგენს.

კვლევის ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური ტიპებით ხდება ექიმისთვის უტყუარი ინფორმაციის მიწოდება და ზუსტი დიაგნოზის დასმა, რაც, როგორც ვახსენეთ, ონკოლოგიაში უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს.

ონკოლოგიურ მიმართულებას კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგი, ივანე კილაძე ხელმძღვანელობს.

სხვა ბლოგები

გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
იხილეთ მეტი
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 მარტი 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 თებერვალი 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.