OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

მძლავრი ანგიოლოგიური სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში

13 დეკემბერი 2021
მძლავრი ანგიოლოგიური სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში
კავკასიის მედიცინის ცენტრის სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის განყოფილება აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ბაზით, რომელიც პაციენტს ნებისმიერი სისხლძარღვოვანი დაავადებების დიაგნოსტიკასა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის განყოფილებას აქვს სპეციალური პროგრამები, რომლითაც კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების ზუსტი და სწრაფი დამუშავება ხორციელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მწვავე პაციენტის მართვისთვის, როგორიცაა: აორტის ანევრიზმის გასკდომა, განშრევება, თრომბოზი და ემბოლია, როდესაც ყოველი წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყურადღებას იპყრობს, ჰოსპიტალში აორტის სტენტგრაფტების მარაგი, რომელიც მწვავე პაციენტის (აორტის დისექცია, აორტის გამსკდარი ანევრიზმა) გადარჩენის საფუძველს წარმოადგენს, განსაკუთრებით პოლიტრავმების დროს, როდესაც ღია ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია მაღალი ლეტალური გამოსავლის გამო.

სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის სერვისები:

• ათეროსკლეროზით გამოწვეული პერიფერიული სისხლძარღვოვანი პათოლოგიების
მკურნალობა;
• სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების მკურნალობა;
• დიაბეტური ტერფის დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე (მინიინვაზიური)
მეთოდები;
• მაგისტრალური სისხლძარღვების ანევრიზმების ქირურგიული და ენდოვასკულური
მკურნალობა;
• საძილე არტერიების შევიწროვებით გამოწვეული ინსულტის მართვა;
• ღრმა და ზედაპირული ვენების დიაგნოსტიკა, თანდაყოლილი და შეძენილი
პათოლოგიების გამოვლენა, მკურნალობა;
• ენდოვენური (უსისხლო) ოპერაციები (რადიოაბლაცია) ვენების ვარიკოზული
გაგანიერებისა და ვენური ტროფიკული წყლულების დროს;
• მინიფლებექტომია და ვარიკოზული წვრილი კაპილარული ქსელის სკლეროთერაპია.

კლინიკას გააჩნია თანამედროვე და მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ადაპტირებული ერთჯერადი სახარჯი მასალის ისეთი მარაგი, როგორიცაა სპეციალური წამლით დაფარული სტენტი და ბალონი, რამაც ბოლო პერიოდში მკურნალობის გამოსავალი უფრო წარმატებული და კეთილსაიმედო გახადა.

აღსანიშნავია, პაციენტის მართვაში მულტიპროფილური გუნდის მონაწილეობა, როგორიცაა დიაბეტური ტერფი სადაც სისხლძარღვთა ქირურგის გარდა, საჭიროებს ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ინფექციონისტის, მიკროქირურგისა და დერმატოლოგის ჩართულობას. სწორედ რომ, საჭიროების შემთხვევაში, მათი გუნდური მუშაობა განაპირობებს მკურნალობის დადებით გამოსავალს.

მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ანგიოლოგიის გუნდის მჭიდრო კონტაქტი უცხოელ კოლეგებთან, რომლებთან ერთადაც რთული და იშვიათი შემთხვევების განხილვა ხორციელდება. ამასთან, განყოფილების ექიმები ყოველწლიურად ესწრებიან საერთაშორისო კონფერენციებს, გადიან ტრენინგებს და ნერგავენ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ანგიოლოგიის განყოფილების მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობს გიორგი ჯინჭველაძე.

სხვა ბლოგები

გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
იხილეთ მეტი
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 მარტი 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 თებერვალი 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.