OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა კავკასიის მედიცინის ცენტრში

15 ივნისი 2022
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა კავკასიის მედიცინის ცენტრში

კავკასიის მედიცინის ცენტრი აქტიურადაა ჩართული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენის უფასო სახელმწიფო პროგრამაში და თბილისში რეგისტრირებულ 25-დან 70 წლამდე ქალბატონებს პროგრამის ფარგლებში სთავაზობს:

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევას;
  • წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში - ენდოკრინოლოგის კონსულტაციას;
  • ენდოკრინოლოგის მიერ კვანძების სტრუქტურის შეფასების შემდეგ, საჭიროებისამებრ - თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრასა და წარმონაქმნის ბიოფსიას;
  • თუ ბიოფსიის ჩატარება იმ ეტაპზე ჩვენებას არ წარმოადგენს, სრულდება გამოკვლევა და ექიმის გადაწყვეტილებით პაციენტი გეგმიურ ვიზიტზე შეიძლება დაბარებული იყოს სამ, ექვს ან თორმეტ თვეში.

სკრინინგის მიზანი დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და შემდგომ მისი ეფექტური მკურნალობაა. კავკასიის მედიცინის ცენტრის ენდოკრინოლოგიური სერვისის ხელმძღვანლის - ნინო თედორაძის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბევრ უსიმპტომო პაციენტს დაუდასტურდა ავთვისებიანი სიმსივნე, ადრეული დიაგნოსტიკის წყალობით კი, ჩატარებულმა მკურნალობამ უმეტესი მათგანი დაავადებისგან სრულად განკურნა.

ჰოსპიტლის სკრინინგ-ცენტრის დირექტორი მედიცინის აკადემიური დოქტორი და რადიოლოგი, ეკატერინე შველიძეა.

სხვა ბლოგები

არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
იხილეთ მეტი
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 მარტი 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.