OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Doctors

Doctors

ეკა ყიფიანი

პედიატრი
5 (2)
ეკა ყიფიანი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო პედიატრიისა და ბავშვთა ინფექციური სნეულებების განხრით. შემდეგ ეტაპზე, მან სწავლა გააგრძელა საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და მეცნიერებათა სკოლაში და მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. კარიერული განვითარების მიზნით, ის გადიოდა სტაჟირებას თურქეთში, ავსტიაში, ესპანეთსა და უნგრეთში.

• 2007 წლიდან, ეკა ყიფიანი დასაქმებულია ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრში“, ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე;
• 2012-2018 წლებში ის გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მოწვეული ლექტორი;
• 2018 წლიდან ეკა არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი;

იგი ასევე არის, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ასოციაციის წევრი და მუდმივად გვევლინება მომხსენებლის როლში სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.


Patient Testimonials
Rate a doctor
Required fields are marked *
Select star rating *
5 (2)
Name *
Country *
Your feedback will pass moderation and will be shown on the site upon approval.
Services I Offer