კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდს 2020 წლიდან შემოუერთდა. ის კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და
ICU ბორდისა და კლინიკური საბჭოს წევრია.
ანა ბოქოლიშვილს ექიმ-რეანიმატოლოგის მიმართულებით 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. 2012 წლიდან ის გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდში (GeRaD) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს.
გარდა ამისა, ანა ბოქოლიშვილი სერტიფიცირებულია შემდეგ მიმართულებებში:
კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინა, სახელმწიფო შესყიდვები, კლინიკური მენეჯერის გადამზადების სრული კურსი, ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება და CEO ტოპ-მენეჯმენტის სრული კურსი. ასევე ის გახლავთ სხვადასხვა პროექტის ავტორი და თანამონაწილე.