OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Doctors

Doctors

ირაკლი კოხრეიძე

ბორდის წევრი
ირაკლი კოხრეიძე
ირაკლი კოხრეიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და დიპლომისშემდგომი სწავლება რუსეთში განაგრძო. კვალიფიკაცია მან ონკოლოგიისა და ენდოსკოპიური ონკოქირურგიის მიმართულებით ჯერ ნ. ბლოხინის სახ. რუსეთის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, შემდეგ კი - ნ. სემაშკოს სახ. უნივერსიტეტში აიმაღლა. ასევე, შეისწავლა არაერთი სპეციალიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში.


ირაკლი კოხრეიძემ 2004 წელს მედიცინის აკადემიური დოქტორის სტატუსი მოიპოვა, მოგვიანებით კი თსსუ-ს ონკოლოგიური დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გახდა. ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. გარდა ამისა, ის არის ქირურგიული ონკოლოგიის ევროპული ასოციაციისა და ევროპის ძუძუს კიბოს სპეციალისტთა საზოგადოების წევრი.


ირაკლი კოხრეიძეს ევექსი ჰოსპიტლებში მამოლოგიის მიმართულების კოორდინატორის პოსტი უჭირავს. კლინიკა კარაპს მედლაინში ის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია. ასევე, გახლავთ ევექსის ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.