OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Blog

Blog

ონკოლოგიის ცენტრი მძლავრ ონკოლოგიურ სერვისსა და პაციენტებზე ორიენტირებულ, კომფორტულ გარემოს გვთავაზობს

27 September 2021
ონკოლოგიის ცენტრი მძლავრ ონკოლოგიურ სერვისსა და პაციენტებზე ორიენტირებულ, კომფორტულ გარემოს გვთავაზობს
კავკასიის მედიცინის ცენტრი ონკო-პაციენტებისთვის და მათი თანხმლები პირებისთვის კომფორტულ და მუდმივად ხელმისაწვდომ გარემოს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიის ცენტრი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და აქვს დღისა და ღამის სტაციონარი. ამასთან, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პერიოდში განვითარებული გვერდითი მოვლენებისა და გართულებების შემთხვევაში პაციენტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას, რომელსაც ონკო-პაციენტების მართვის დიდი გამოცდილება აქვს, აღნიშნული სერვისი საქართველოში მხოლოდ კავკასიის მედიცინის ცეტრში მოქმედებს.

მკურნალობა უახლესი საერთაშორისო გაიდლაინებით ხორციელდება და ონკო-პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ საზღვარგარეთის მსგავსი სერვისი. თითოეული პაციენტის მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მულტიდისციპლინური მიდგომით. პროცესში საქართველოს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ჩართულები არიან უცხოეთის წამყვან კლინიკებში მოღვაწე ონკოლოგები, მაგალითად, რადიაციული ონკოლოგი კრისტინა კილი.

ყურადღებას იპყრობს დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრი. რადიოლოგიის განყოფილება, ნიკოლოზ საინიშვილის ხელმძღვანელობით, ყველა ონკოლოგიური დაავადების პირველად დიაგნოსტიკასა და შემდგომ მონიტორინგს უზრუნველყოფს. დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ხელმისაწვდომია შემდეგი გამოკვლევის მეთოდები: ექოსკოპია, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

აღსანიშნავია ჰოსპიტლის უნიკალური ლაბორატორია და კვლევების ჰოლანდიაში ჩატარების შესაძლებლობა, იქ მოღვაწე ცნობილი პათომორფოლოგის, ალექსი ბაიდოშვილის ხელმძღვანელობით.

გარდა საყოველთაო დაზღვევისა, რომელიც პაციენტების თანადაფინანსებას უზურნველყოფს, ჰოსპიტალში მოქმედებს სხვადასხვა საზღვარგარეთის პროგრამა, რომელიც თანამედროვე, ძვირადღირებული იმუნოთერაპიული მედიკამენტებით სრულიად უფასო მკურნალობას ითვალისწინებს, შესაბამისი ნოზოლოგიის (დაავადების) მქონე პაციენტებისთვის.

ონკო-პაციენტებს, საორგანიზაციო საქმეების სამართავად და დაფინანსების მოპოვებისთვის, პირადი კოორდინატორი ემსახურებათ, რაც კომფორტული და დროის დამზოგველი სერვისია.

კავკასიის მედიცინის ცენტრი 30 ონკო ექსპერტს აერთიანებს და ქმნის მძლავრ ონკოლოგიურ სერვისს ივანე კილაძის ხელმძღვანელობით.

Other Blogposts

გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 April 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 March 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 February 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.