OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Blog

Blog

კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა

14 March 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა

კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსიაშესრულდა.

სტერეოტაქსიული ბიოფსია წარმოადგენს თანამედროვე მიდგომას თავის ტვინის ღრმად მდებარე გლიური სიმსივნეების დიაგნოსტიკაში, რათა ზუსტად განისაზღვროს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.

მეთოდი გულისხმობს თავის ტვინის ღრმა სტრუქტურებზე ჩარევას მინიმალური განაკვეთიდან, სამიზნის სივრცითი კოორდინატების გამოთვლის საფუძველზე. ოპერაციისთვის გამოიყენება სტერეოტაქსიული აპარატი, რომელიც ჩარჩოს საშუალებით მაგრდება პაციენტის თავზე. სივრცითი კოორდინატების გამოთვლა და სამიზნის  იდენტიფიცირება ხდება CT/MRI-ის დამუშავებით სპეციალურ პროგრამულ მოდულში. 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრში უახლოეს პერიოდში სტერეოტაქსიული მეთოდი პარკინსონის დაავადების, მოძრაობათა დარღვევების და სხვა ნევროლოგიური პათოლოგიების მკურნალობისთვის.

Other Blogposts

სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 February 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
08 November 2022
ეპილეფსია საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა ამოუცნობ მოვლენად და მას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს, მათ შორის დემონების დაავადებას უწოდებდნენ. განვითარების ეტაპებმა კაცობრიობის დაბნეულობას საბოლოოდ მოჰფინა ნათელი და დაადასტურა, რომ ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური პათოლოგიაა, რომელიც ნებისმიერი სქესის, ასაკისა და რასის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.
კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიური კვლევები - უნიკალური რეგიონში
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიური კვლევები - უნიკალური რეგიონში
20 October 2022
რას წარმოადგენს კლინიკური ონკოლოგიური კვლევები? რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ კვლევას პაციენტებისთვის? რატომ უნდა აირჩიონ კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებმა კლინიკური ონკოლოგიური კვლევების ჩასატარებლად? - ამ თემებზე კავკასიის მედიცინის ცენტრის, კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, კლინიკური ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი - ივანე კილაძე გვესაბრა.