OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Blog

Blog

ინსულტიდან 1 საათში - ნეიროქირურგების სწრაფი და სპეციალიზებული მკურნალობით გადარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცი

28 July 2022
ინსულტიდან 1 საათში - ნეიროქირურგების სწრაფი და სპეციალიზებული მკურნალობით გადარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცი
ინსულტის მკურნალობაში კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული გუნდის მრავალი წარმატებიდან ერთ-ერთია ახალგაზრდა მამაკაცის სამედიცინო შემთხვევა, როდესაც ის ჰოსპიტალში დაავადების სიმპტომების აღმოცენებიდან 1 საათში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.

თავად პაციენტი იხსენებს, რომ ცნობიერება არ დაუკარგავს, თუმცა ჯერ მეტყველების დარღვევა აღენიშნა, შემდეგ - სრულიად მოშლა. რამდენიმე წუთში სიმპტომებს დაემატა ხელ-ფეხის მოძრაობის შეზღუდვა, მოგვიანებით - დაკარგვა. ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ბრიგადამ ინსულტის ნიშნების მქონე პაციენტი კავკასიის მედიცინის ცენტრის სპეციალიზებულ მწვავე სისხლძარღვოვან განყოფილებაში გადაიყვანა.

კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მარჯვენა შუა არტერიის თრომბი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, წინა გულიდან ან შიგნითა საძილე არტერიიდან მოწყდა და თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვი დაახშო. მდგომარეობა ყოველწუთიერად უარესდებოდა და სასწრაფო ჩარევას საჭიროებდა.

ნეიროქირურგებმა მირზა ხინიკაძემ და კოკა გოგიჩაიშვილმა განახორციელეს ენდოვასკულური თრომბექტომიის პროცედურა, რის შედეგადაც ამოიჭრა გიგანტური ზომის თრომბი და სისხლძარღვი დიგიტალური ანგიოგრაფიის ტექნიკური მხარდაჭერით აღდგა.

ახალგაზრდა მამაკაცს ნევროლოგიური დეფიციტი პროცედურიდან რამდენიმე საათში აღუდგა და ბინაზე სრულიად გამოჯანმრთელებული გაეწერა.

Other Blogposts

გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 April 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 March 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 February 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.