OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Blog

Blog

არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან

03 July 2023
არტერიული ჰიპერტენზიის  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან

არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ. პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ამ ორი დაავადებიდან ერთ - ერთი, მეორე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობის პირობებში კი, ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთს აუარესებს.  

არტერიული ჰიპერტენზია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანების 2/3 - ში გვხვდება და საგულისხმოა, რომ მათ გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების 2- ჯერ მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს.

დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ან არ აქვთ საკმარისი რაოდენობის ინსულინი (ჰორმონი, რომელსაც  ორგანიზმში გლუკოზის ათვისებისთვის იყენებს)  უჯრედების მიერ გლუკოზის ასათვისებლად ან მათი ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ დაქვეითებულია. სისხლში გლუკოზის დონის მატების კვალდაკვალ იზრდება ინსულინის დონეც, რაც აიძულებს ორგანიზმს შეინარჩუნოს სითხე და მარილი. ამასთან, ქსოვილების მიერ აუთვისებელი  გლუკოზა სისხლში გროვდება და აზიანებს სისხლძარღვებს, რაც მოგვიანებით მათი კედლების გამკვრივებასა და თირკმლების დაზიანებას იწვევს, ზემოთ ხსენებული ფაქტორები კი ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობას.

მაღალი არტერიული წნევისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის კომბინაციამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს გულის შეტევის, იგივე ინფარქტისგანვითარების რისკი. დიაბეტისა  და მაღალი არტერიული წნევის თანაარსებობა ასევე ზრდის დიაბეტთან დაკავშირებულ სხვა დაავადებების განვითარების რისკებს, როგორიცაა: თირკმლის დაავადება და რეტინოპათია (ბადურის სისხლძარღვების დაზიანება). ვინაიდან თავის ტვინის სისხლძარღვები განსაკუთრებით მგრძნობიარეა მაღალი წნევის მიმართ, ქრონიკულმა არტერიულმა ჰიპერტენზიამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი დაავადებების ადრეულ აღმოცენებას, როგორიცაა: ალცჰაიმერის დაავადება, დემენცია და ინსულტი.

დიაბეტის დროს დარღვეულია მეტაბოლური პროცესები, რაც იწვევს ისეთ გართულებებს, როგორებიცაა:

  • მაკროანგიოპათია - რომლის დროსაც ზიანდება სისხლძარღვები, რაც შემდგომში ვლინდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, მაღალია ინფარქტის განვითარების რისკი, ხშირია ასევე თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, ინსულტი.
  • ნეიროპათია - ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე გართულებაა (აღსანიშნავია დიაბეტური ენცეფალოპათია).
  • ნეფროპათია - თირკმლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე გართულებაა.
  • რეტინოპათია - ვლინდება თვალის ბადურას სისხლძარღვების ცვლილებებით.

 

ცხოვრების წესის ცვლილება მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის გართულებებს, კერძოდ:

  • საათობრივად ჯანსაღი პროდუქტებით კვებას ( წონის უმნიშვნელო კლებაც კი ამცირებს რისკ-ფაქტორებს);
  •  ფიზიკური აქტივობა;
  • მავნე ჩვევებზე (თამბაქო, ალკოჰოლი) უარის თქმას;
  • საკვებში ცხიმების შემცირებას;
  • საკვები მარილის 5 გრამამდე შეზღუდვას;
  • მაქსიმალურად დადებით ემოციებს, რაც საოცარ შედეგს იძლევა.

 

დიაბეტის მქონე პაციენტების უმრავლესობის სისხლის წნევა არ უნდა აღემატებოდეს 130/80 მმ. ვწყ. - ს., ამიტომ, მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ხშირად, ექიმის დანიშნულებით, საჭიროა ანტიჰიპერტენზიული წამლების მიღება.

 

 კავკასიის მედიცინის ცენტრი, დიაგნოსტიკური კვლევების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, გვთავაზობს, საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებულ პაციენტზე მორგებულ, ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.  იზრუნე ჯანმრთელობაზე, შეიგრძენი ცხოვრება!

Other Blogposts

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
Explore Now
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 February 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 April 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 March 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.