OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
News

News

როგორ ვმართო კოვიდის ტრავმა ? - ონლაინ თერაპიული კურსი

28 April 2021
როგორ ვმართო კოვიდის ტრავმა ? - ონლაინ თერაპიული კურსი
თამარ თანდაშვილის ონლაინ თერაპიულ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

“კავკასიის მედიცინის ცენტრი” კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მსურველებს ონლაინ ჯგუფურ ფსიქოლოგიური სეანსებს 1 თვის მანძილზე უფასოდ შესთავაზებს

  • კურსი მოიცავს ონლაინ 2 სეანსს Zoom-ში
  • დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია 20 ადამიანამდე
  • სეანსების დროები: 29 აპრილი - 20:00 საათი | 7 მაისი - 20:00 საათი

კოვიდის პერიოდში, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ადამიანებს თვითონ ცხოვრების გარშემო გაუჩნდათ კითხვები:

'როგორ უნდა ვიცხოვრო ამ რეალობაში, რომ თავისუფლებისა და სიხარულის განცდა დამიბრუნდეს ?'

'რა ვუყო ამ შეგრძნებას, რომ თითქოს არ ვცხოვრობ, არამედ თვეებს ვაცდენ ცხოვრების მოლოდინში ?'

კურსის მიზანია ადამიანებს მისცეს უსაფრთხო ფსიქოლოგიური სივრცე, სადაც ისინი თავის გამოცდილებას ამბად აქცევენ, გააზიარებენ და მიხვდებიან, რომ მათი ტრავმული ნარატივი სხვა ადამიანების ამბებთან ერთ კოვიდ ცხოვრების დიდ მოზაიკას ქმნის

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook გვერდზე ან შემდეგ ელ-ფოსტაზე: therapy@cmchospital.ge

Other latest news

კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
.
Explore Now
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
21 April 2021
კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი შეიქმნა, რომელიც ექიმებისა და ექთნების ახალი და მძლავრი გუნდით არის დაკომპლექტებული. ონკოლოგიურ პაციენტებს ჰოსპიტალში მულტიდისციპლინური გუნდი ემსახურება. სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მკურნალობის პროცესში საჭიროების შესაბამისად ერთვებიან. მიმართულებას დასავლური გამოცდილების მქონე ონკოლოგი, ივანე კილაძე ხელმძღვანელობს, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს საკუთარი გუნდით შეუერთდა.
კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვისთვის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ცენტრები ამოქმედდება
.
Explore Now
კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვისთვის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ცენტრები ამოქმედდება
14 April 2021
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია.
კავკასიის მედიცინის ცენტრი ბორჯღალოსნების სამედიცინო პარტნიორია
.
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრი ბორჯღალოსნების სამედიცინო პარტნიორია
10 February 2021
ქართველი მორაგბეების ჯანმრთელობაზე ამიერიდან კავკასიის მედიცინის ცენტრი იზრუნებს