OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
News

News

პაატა პაპავა - #2 ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში

10 February 2021
პაატა პაპავა - #2 ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში
COVID -19 პანდემიის პირობებში, ცხოვრება ბევრი ადამიანისთვის გარკვეულ სტრესთან ასოცირდება. ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ვირუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზეგავლენაა ადამიანებზე, რომლებმაც გადაიტანეს ვირუსი, ან იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან უბრალოდ უჩვეულო, შეზღუდვებით სავსე გარემო პირობებთან უწევთ ადაპტირება

ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში - პროექტის მიზანია, დავეხმაროთ კოვიდ-გადატანილ პირებს პოსტ-კოვიდ სტრესის და რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მართვაში, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფ პირებს თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენებაში და არსებული მდგომარეობის დადებითი ასპექტების გაცნობიერებაში
პროექტის ვებინარების სერია 4 ნაწილად ჩატარდება

მეორე ვებინარის სპიკერი:
პაატა პაპავა

"ერთი პატარა ნაბიჯი"

"რატომ უნდა ვიზრუნოთ უწყვეტად საკუთარ და სხვათა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? როგორ შევინარჩუნოთ მენტალური სიმტკიცე ძლიერი სტრესებით გაჯერებულ ვითარებებში? რა გზებით ჩავნერგოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა პიროვნული განვითარების „პროგრამებში“?
საკითხებში ჩაღრმავებას ხორციელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის კიბით, რომელზეც უკლებლივ ყველანი ვდგავართ. სამყარო და ცხოვრება იმგვარადაა მოწყობილი, რომ დაზუსტებით ვერავინ იტყვის, როდის რომელ მხარეს გადავინაცვლებთ ამ კიბეზე.

საუბარს განვაგრძობთ მენტალური ჯანმრთელობის ხელშემწყობი საკვანძო ფაქტორებით. ვებინარის ბოლოს გამოვიყენებთ ქოუჩინგის პრაქტიკულ ტექნიკას და დავსახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც მენტალური სტაბილურობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა მოაქვს შედეგად."

ვებინარი ჩატარდა 22 იანვარს
პროექტისთვის ილუსტრაციები შექმნა მაია სუმბაძემ
More Photos

Other latest news

კავკასიის მედიცინის ცენტრი ბორჯღალოსნების სამედიცინო პარტნიორია
.
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრი ბორჯღალოსნების სამედიცინო პარტნიორია
10 February 2021
ქართველი მორაგბეების ჯანმრთელობაზე ამიერიდან კავკასიის მედიცინის ცენტრი იზრუნებს
ანდრო დგებუაძე - #3 ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში
.
Explore Now
ანდრო დგებუაძე - #3 ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში
10 February 2021
პროექტის მიზანია, დავეხმაროთ კოვიდ-გადატანილ პირებს პოსტ-კოვიდ სტრესის და რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მართვაში, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფ პირებს თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენებაში და არსებული მდგომარეობის დადებითი ასპექტების გაცნობიერებაში
"ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში"