OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
News

News

კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს

21 April 2021
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი შეიქმნა, რომელიც ექიმებისა და ექთნების ახალი და მძლავრი გუნდით არის დაკომპლექტებული. ონკოლოგიურ პაციენტებს ჰოსპიტალში მულტიდისციპლინური გუნდი ემსახურება. სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მკურნალობის პროცესში საჭიროების შესაბამისად ერთვებიან. მიმართულებას დასავლური გამოცდილების მქონე ონკოლოგი, ივანე კილაძე ხელმძღვანელობს, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს საკუთარი გუნდით შეუერთდა.

განყოფილება ონკოპაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კლინიკური ონკოლოგი პაციენტის მკურნალობაში მისი დიაგნოსტირებიდან მკურნალობის ყველა ეტაპზეა ჩართული. ის პასუხისმგებელია როგორც ტაქტიკის განსაზღვრასა და პროცესის სრულ მართვაზე, ასევე - მდგომარეობის მუდმივ კონტროლსა და მკურნალობისშემდგომ მონიტორინგზე, თუმცა პაციენტის მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა დარგის ექიმების ერთობლივი მუშაობით ხდება.

აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს კორპორაციაში არსებულ - ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოსთან (clinical board), რომლის თავჯდომარე დანიაში მოღვაწე ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძეა. კლინიკური ბორდები საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს აერთიანებს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვას უზრუნველყოფს.

კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი ასევე თანამშრომლობს ჰოლანდიის წამყვან ლაბორატორიასთან, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, პათომორფოლოგების კონსულიუმი იმართება და რთული შემთხვევების განხილვა ხდება. პროცესს ევროპაში მოღვაწე ქართველი პათოლოგ-ანატომი, ევექსის პათოლოგიის მიმართულების უფროსი, ალექსი ბაიდოშვილი ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, კავკასიის მედიცინის ცენტრში დანერგილია ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისიც, რაც ონკოლოგიურ პაციენტებში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგებს. პერსონალური კოორდინატორი კი, სურვილის შემთხვევაში, პაციენტების გეგმიურ ვიზიტებსა და კვლევებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს უზრუნველყოფს.

Other latest news

checkcov.ge - კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ერთ პლატფორმაზე
.
Explore Now
checkcov.ge - კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ერთ პლატფორმაზე
24 May 2021
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნება.
ქართველი მორაგბეების ჯანმრთელობაზე "კავკასიის მედიცინის ცენტრი" იზრუნებს
.
Explore Now
ქართველი მორაგბეების ჯანმრთელობაზე "კავკასიის მედიცინის ცენტრი" იზრუნებს
13 May 2021
დღეიდან მორაგბეები ყველა ტიპის სამედიცინო სერვისზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ
როგორ ვმართო კოვიდის ტრავმა ? - ონლაინ თერაპიული კურსი
.
Explore Now
როგორ ვმართო კოვიდის ტრავმა ? - ონლაინ თერაპიული კურსი
28 April 2021
თამარ თანდაშვილის ონლაინ თერაპიულ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო