OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
News

News

checkcov.ge - კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ერთ პლატფორმაზე

24 May 2021
checkcov.ge - კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ერთ პლატფორმაზე

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნება.

სწორედ ამ მიზნით, ევექსი ჰოსპიტლების ბაზაზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში  კოვიდის შემდგომი 7 ჯანმრთელობის ცენტრი ამოქმედდა, რომლებიც www.checkcov.geპლატფორმის გარშემო საკუთარი გამოცდილებით გაერთიანდნენ.

პორტალზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა შეავსოს Covid 19-ის კითხვარი ზოგადი ჩივილების გათვალისწინებით, მიიღოს რეკომენდაციები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნულიდან გამომდინარე ისარგებლოს სხვადასხვა ბენეფიტებით. ბენეფიტები მოიცავს

  • თერაპევტის უფასო კონსულტაციას როგორც online, ასევე ცენტრში ვიზიტის შემთხვევაში. 
  • ანტისხეულების უფასო ტესტს (პირველი 300 მომხმარებლისთვის)
  • მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებულ რეკომენდაციებსა და შეთავაზებებს


ჯანმრთელობის საფუძვლიან კვლევაზე ცენტრებში უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებით გადამზადებული ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს. ცენტრებში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. ნებისმიერი ტიპის მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით იგეგმება და მოიცავს არა მხოლოდ სამედიცინო ჩარევას, არამედ სარეაბილიტაციო კურსს ბალნეოლოგიურ კურორტებზე.

გარდა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ცენტრები პაციენტებს ფსიქოლოგიური ჯგუფური სეანსების გათვალისწინებით ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრის ბაზაზე არსებული  კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი მსურველებს ონლაინ ფსიქოლოგიურ კურსებს 1 თვის მანძილზე უფასოდ შესთავაზებს.

 

კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრების შესახებდამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.checkcov.ge

Other latest news

ქართველი მორაგბეების ჯანმრთელობაზე "კავკასიის მედიცინის ცენტრი" იზრუნებს
.
Explore Now
ქართველი მორაგბეების ჯანმრთელობაზე "კავკასიის მედიცინის ცენტრი" იზრუნებს
13 May 2021
დღეიდან მორაგბეები ყველა ტიპის სამედიცინო სერვისზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ
როგორ ვმართო კოვიდის ტრავმა ? - ონლაინ თერაპიული კურსი
.
Explore Now
როგორ ვმართო კოვიდის ტრავმა ? - ონლაინ თერაპიული კურსი
28 April 2021
თამარ თანდაშვილის ონლაინ თერაპიულ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
.
Explore Now
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
21 April 2021
კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი შეიქმნა, რომელიც ექიმებისა და ექთნების ახალი და მძლავრი გუნდით არის დაკომპლექტებული. ონკოლოგიურ პაციენტებს ჰოსპიტალში მულტიდისციპლინური გუნდი ემსახურება. სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მკურნალობის პროცესში საჭიროების შესაბამისად ერთვებიან. მიმართულებას დასავლური გამოცდილების მქონე ონკოლოგი, ივანე კილაძე ხელმძღვანელობს, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს საკუთარი გუნდით შეუერთდა.