OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
News

News

ბრძოლა ვირუსის შესაჩერებლად

15 October 2020
ბრძოლა ვირუსის შესაჩერებლად

“COVID-19-ის პანდემიამ ნამდვილად უპრეცედენტო გარემო შექმნა მთელ მსოფლიოში, რომლის გავლენასაც ყოველი ჩვენგანი განიცდის. სწორედ ამგვარ მომენტებში გვახსენდება, რომ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულნი. მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები ამ ხნის მანძილზე ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ, როგორც ნამდვილი მებრძოლები. ისინი ახლაც თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა შეუნარჩუნონ პაციენტებს სიცოცხლე” - ასე იწყებს საქართველოზე საუბარს "საერთაშორისო ჰოსპიტალური ფედერაცია" (IHF) საკუთარ ახალ პუბლიკაციაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვაში განხორციელებულ ინოვაციებისა და მენეჯმენტის როლის აღიარებას ეხება


პუბლიკაციაში ასევე ვკითხულობთ: „საქართველოში მაღალმა პასუხისმგებლობამ გააერთიანა სახელმწიფო სექტორის, სამედიცინო ინდუსტრიისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევა. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ეტაპი დაიწყო ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე. ფაზა მოიცავდა კოორდინირებული ზომების იმპლემენტაციას ვირუსის შეჭრისა და გავრცელების მაქსიმალური პრევენციის უზრუნველსაყოფად. ისეთი წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები, როგორიცაა Foreign Policy, Forbes, CNN, Washington Post, Lonely Planet და სხვ. ხაზს უსვამენ საქართველოს წარმატებულ რეაგირებასა და COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლაში განხორციელებული ძალისხმევის ეფექტიანობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეაქო საქართველოს ხელისუფლება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სწრაფი ნაბიჯების გადადგმის გამო“


უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, ჩვენს თანამშრომლებსა და პაციენტებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე ჩაუტარდათ სიღრმისეული ტრენინგი, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართონ პაციენტთა ნაკადები. შემომსვლელთა ნაკადის ეფექტურად სამართავად შესასვლელთან განთავსდა სპეციალური სამკუთხედები, ვიზიტორთა შემოსასვლელები კი ჩაიკეტა. ჩვენს სატელეფონო ცენტრს მოკლედ მიეწოდა ინფორმაცია პაციენტების წინასწარი გამოკვლევის შესახებ. გავრცელდა საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც ჰოსპიტლებში, ისე ინტერნეტსივრცეში. შეძენილი იქნა თავდაცვის საშუალებები, რომელთა გამოყენება ასევე ხელმისაწვდომია შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით.

IHF - 1929 წელს აშშ ში ჩატარებული პირველი ჰოსპიტალური კონგრესის შემდეგ დაარსდა. ორგანიზაციის წევრები არიან მსოფლიო საავადმყოფოები და ჯანდაცვის ორგანიზაციები, რომლებსაც მკაფიო ურთიერთობა აქვთ ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფასთან.

IHF ასევე აღნიშნავს, რომ შიშისა და უიმედობის პერიოდში საქართველომ დაამტკიცა, რომ ტურისტებისათვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო რეგიონში, განსაკუთრებით, სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში, რამდენადაც წარმატებით მართა პანდემია, ინარჩუნებდა რა COVID-19-ით დაინფიცირების ერთეულ ახალ შემთხვევებს.

პუბლიკაციაში ასევე საუბარია უსაფთხოების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ჰოსპიტლებში განხორციელებულ აქტივობებზე, სოციალური დისტანცირების აქცია #დარჩისახლშის და „ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელში განხორციელბული ახალი სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაზე.

ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ ახალ რეალობას, რომელშიც ყველანი ერთად ვიმყოფებით, რადგან ჩვენი მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე


სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე (მე-19 გვ) 

Other latest news

უფასო PCR ტესტირება კავკასიის მედიცინის ცენტრში
.
Explore Now
უფასო PCR ტესტირება კავკასიის მედიცინის ცენტრში
05 October 2020
15 ოქტომბრიდან კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს გეგმიურ-ქირურგიული მომსახურების მიღებამდე უფასო PCR ტესტები ჩაუტარდებათ.
ევექსი ჰოსპიტლები ონლაინ სამედიცინო კონფერენციის მონაწილეებს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებს
.
Explore Now
ევექსი ჰოსპიტლები ონლაინ სამედიცინო კონფერენციის მონაწილეებს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებს
07 May 2020
ჰოსპიტლების საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის IHF ის მერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, წელს მთლიანად COVID-19-ის თემას ეძღვნება.
World's Leading Cardiac Surgeon at Caucasus Medical Center
.
Explore Now
World's Leading Cardiac Surgeon at Caucasus Medical Center
10 January 2020
On February 10-11, Israel's and World's leading cardiac surgeon, Professor Dan Bitran, will be consulting the patients at risk for cardiovascular (heart) diseases.