OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Врачи

Врачи

კახა ვაჭარაძე

რესპირაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
3.5 (3)
კახა ვაჭარაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე კავკასიის მედიცინის ცენტრის რესპირაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 37 წლიანი გამოცდილება აქვს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (1979-1985) დასრულების შემდგომ, კახა ვაჭარაძემ კვალიფიკაცია ამავე ინსტიტუტისფთიზიატრიისა და ფილტვის ქირურგიისკათედრაზე აიმაღლა  (კლინიკური ორდინატურა). შემდგომში პრაქტიკულ საქმიანობას შეუთავსა სამეცნიერო მოღვაწეობა (ასპირანტურა, დოქტორანტურა).

პროფესორი კახა ვაჭარაძე მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყნის წამყვან კლინიკებში სხვადასხვა დეპარტამენტებს.

იგი 2001 წლიდან აქტიურად  მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში. კახა ვაჭარაძე არის 157 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 12 დისერტაციის ხელმძღვანელი, 22 დისერტაციის ექსპერტი, ოპონენტი. ამასთან, იგი რამდენიმე საერთაშორისო კვლევის მონაწილეა (პროექტის ხელმძღვანელი და მთავარი მკვლევარი).

პროფესორი კახა ვაჭარაძე  არის საქართველოს რესპირაციული ასოციაციისადაამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი. ასევე საქართველოს თორაკალურ ქირურგთა ასოციაციისა და ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის  დამფუძნებელი და   გამგეობის წევრი. 2012 წელს მიენიჭა ეროვნული პრემიის ლაურიანტის წოდება მედიცინაში. გარდა ამისა, იგი გახლავთ ევროპის რესპირაციული საზოგადოების და ამერიკის თორაკალური საზოგადოების წევრი, მსოფლიოსა და ევროპის ბრონქოლოგთა და ინტერვენციულ პულმონოლოგთა საზოგადოების წევრი.  პროფესორი კახა ვაჭარაძე გახლავთ  საქართველოს ბრონქოლოგთა  და ინტერვერციულ პულმონოლოგთა დამფუძნებელი.

Отзывы Пациентов
Оцените Врача
Обязательные поля помечены *
Выберите рейтинг звезд *
3.5 (3)
Имя *
Страна *
Ваш отзыв пройдет модерацию и будет показан на сайте после утверждения
_SERVICES I DO_