OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Врачи

Врачи

ქეთევან ბურდულაძე

ბორდის წევრი
ქეთევან ბურდულაძე

ქეთევან ბურდულაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის მიმართულებით განაგრძო. რეზიდენტურა მან ისრაელში, ჰადასის სამედიცინო ცენტრში გაიარა, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ არაერთ პოზიციაზე იმუშავა. მათ შორის, ეკავა უფროსი ექიმისა და ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის კოორდინატორის პოსტი.

ქეთევან ბურდულაძემ კვალიფიკაცია ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის უკრაინასა და ბულგარეთში აიმაღლა. აქტიურად მონაწილეობს კონფერენციებსა თუ ტრენინგებში. არის ორი მიმდინარე სამედიცინო კვლევის თანაავტორი.

მისი პროფესიული მოღვაწეობა 2012 წლიდან იწყება. მუშაობდა არაერთ ჰოსპიტალში ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით. ქეთევან ბურდულაძე ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2021 წელს შემოუერთდა. კავკასიის მედიცინის ცენტრში ის ამჟამად პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებს.