OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Статьи Блога

Статьи Блога

კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიური კვლევები - უნიკალური რეგიონში

20 Октябрь 2022
კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგიური კვლევები - უნიკალური რეგიონში

რას წარმოადგენს კლინიკური ონკოლოგიური კვლევები? რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ კვლევას პაციენტებისთვის? რატომ უნდა აირჩიონ კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებმა კლინიკური ონკოლოგიური კვლევების ჩასატარებლად? - ამ თემებზე კავკასიის მედიცინის ცენტრის, კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, კლინიკური ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი - ივანე კილაძე გვესაბრა.

 

-რა არის კლინიკური ონკოლოგიური კვლევა?

- კლინიკური კვლევა არის სამეცნიერო კვლევა, რომელშიც პაციენტებს ნებაყოფლობით შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მსოფლიოში აღნიშნული კვლევა ფართოდაა გავრცელებული და მასში ათიათასობით პაციენტია ჩართული. კლინიკური კვლევის ფარგლებში პაციენტები იღებენ მკურნალობის ოქროს სტანდარტსა და დამატებით საკვლევ პრეპარატს (უმეტესად, იმუნოთერაპიას, ტარგეტულ თერაპიასა და ვაქცინებს), რათა გაუმჯობესდეს არსებული მკურნალობის ეფექტი.

-ვის შეუძლია კლინიკურ ონკოლოგიურ კვლევებში მონაწილეობის მიღება და რატომ უნდა ჩაერთონ მასში პაციენტები?

-კლინიკურ ონკოლოგიურ კვლევებში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ონკოპაციენტს, რომელიც აკმაყოფილებს კონკრეტული კვლევის ჩართვის კრიტერიუმებს. კვლევაში ჩართვის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ პაციენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი, გაუმჯობესონ მათი მკურნალობის შედეგი. ნებისმიერი სტანდარტული მკურნალობა, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში არის დღემდე ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგზე დაფუძნებული. მეტიც, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სრული განკურნება სწორედ ჩატარებული კლინიკური ონკოლოგიური კვლევების შედეგად მოხდა.

-რა რისკებთან და სარგებელთან ასოცირდება კლინიკური ონკოლოგიური კვლევები?

-პაციენტებს, რომლებიც მონაწილეობენ კლინიკურ კვლევაში, აქვთ შანსი მიიღონ ახალი მკურნალობა წლებით ადრე, ვიდრე ის გახდება ფართოდ გამოყენებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მკურნალობა შესაძლოა მრავალი პაციენტისთვის იყოს ეფექტური და სასარგებლო, თქვენ შეიძლება არ აღმოგაჩნდეთ სასურველი ეფექტი. ამასთან, როგორც სხვა ნებისმიერ მკურნალობას, კვლევის მედიკამენტსაც შესაძლოა ჰქონდეს წამლისმიერი გვერდითი მოვლენები.

კლინიკური კვლევის ფარგლებში პაციენტების გვერდით მოვლენებსა და ასევე შედეგებზე დაკვირვება ხორციელდება საერთაშორისო სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

-არის თუ არა კლინიკურ ონკოლოგიურ კვლევაში მონაწილეობის მიღება უფასო?

-კვლევაში მონაწილეობა უფასოა. ასევე, სრულიად ფინანსდება რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, მაგალითად , კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ყველა სახის ლაბორატორიული ანალიზი და მოლეკულური კვლევები.

-რატომ უნდა ავირჩიოთ კლინიკურ ონკოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კავკასიის მედიცინის ცენტრი?

-კლინიკური კვლევების სრულფასოვანი ჩატარებისთვის აუცილებელია, კლინიკა ფუნქციონირებდეს 24 საათის განმავლობაში. ამასთან, კავკასიის მედიცინის ცენტრი თანამედროვედ აღჭურვილია და ყველა პირობა გააჩნია კვლევის წარმოებისთვის. ონკოლოგიის განყოფილება დაკომპლექტებულია  გამოცდილი პროფესიონალებით, რომელთაც გავლილი აქვთ კლინიკური კვლევის ტრენინგები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.

- რა მიღწევები აქვს კავკასიის მედიცინის ცენტრს კლინიკურ ონკოლოგიურ კვლევებში?

-მარტო 2022 წელს, ჩვენი კლინიკური კვლევის შედეგები წარდგენილი იყო შემდეგ საერთაშორისო კონფერენციებზე:

  • ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის კონფერენცია - ჩიკაგო, აშშ;
  • ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი -პარიზი, საფრანგეთი;
  • ძუძუს კიბოს კონფერენცია - ბერლინი, გერმანია.

другие блогпосты

გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Посмотреть
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 Апрель 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Посмотреть
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 Март 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
Посмотреть
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 Февраль 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.