OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Статьи Блога

Статьи Блога

24 საათიანი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ონკო-პაციენტებისთვის

23 Сентябрь 2021
24 საათიანი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ონკო-პაციენტებისთვის
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პერიოდში გვერდითმა მოვლენებმა და გართულებებმა ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინონ თავი, ამიტომ ონკო-პაციენტებისთვის აუცილებელია ისეთი სერვისის არსებობა, რომელიც 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი. კავკასიის მედიცინის ცენტრი კი ერთადერთი ჰოსპიტალია საქართველოში, რომელიც პაციენტებს აღნიშნულ მომსახურებას, ონკოლოგიურ გადაუდებელ დახმარებას სთავაზობს. ჰოსპიტალი უზრუნველყოფს იმ პაციენტების სასწრაფო დახმარებასაც, რომლებიც მკურნალობის კურსს სხვა კლინიკებში გადიან. გადაუდებელი მედიცინის განყოფილების გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ონკოლოგიური პაციენტების მართვაში.

როგორც აღინიშნა, დეპარტამენტში 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია სიმსივნით გამოწვეული გართულებისა (სიმსივნის ზეწოლა, მაგისტრალური სისხლძარღვების ჩაკეტვა, გაუვალობა და ა.შ) ან მკურნალობის გვერდითი მოვლენების მართვა. ამასთან, პროცესში გადაუდებელი მედიცინის ექიმებთან ერთად, ონკოლოგები და საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა პროფილის ექიმებიც (მაგ: სისხლძარღვთა ქირურგი, ნეიროქირურგი და ა.შ) ერთვებიან.

განყოფილებაში ხელმისაწვდომია ყველა სახის დიაგნოსტიკური მეთოდები:

  • ლაბორატორიული კვლევები;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ექოსკოპია;
  • ენდოსკოპია;
  • რენტგენოგრაფია და ა.შ.

მკურნალობა კი თანამედროვე, საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება.

პირველადი დახმარების აღმოჩენისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის არიდების შემდეგ პაციენტს მკურნალობა სტაციონარში უგრძელდება.

გადაუდებელი მედიცინის განყოფილების მაღალკვალიფიციურ გუნდს, რომელსაც ონკო-პაციენტების მართვის დიდი გამოცდილება აქვს, ოთარ დიხამინჯია ხელმძღვანელობს, ონკოლოგიური დეპარტამენტი კი ამ პროცესში ივანე კილაძის ხელმძღვანელობით ერთვება.

другие блогпосты

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი კავკასიის მედიცინის ცენტრში
Посмотреть
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი კავკასიის მედიცინის ცენტრში
30 Июнь 2022
საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები საკმაოდ ხშირი დაავადებაა, ხოლო ონკო-გინეკოლოგიურ პათოლოგიებს შორის იგი პირველ ადგილზეა. აქედან გამომდინარე, სიმსივნის ელიმინაციისა და კიბოსწინარე მდგომარეობების დროული აღმოჩენის მიზნით, კავკასიის მედიცინის ცენტრი ქვეყნის მასშტაბით არსებული პრევენციული მედიცინის საუკეთესო საშუალებას - საშვილოსნოს ყელის უფასო სკრინინგის პროგრამას გვთავაზობს.
ცხოვრების ახალი შანსი საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხების შემდეგ
Посмотреть
ცხოვრების ახალი შანსი საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხების შემდეგ
27 Июнь 2022
ჯერ მადა დაკარგა, იგრძნო ძლიერი სისუსტე. შემდეგ კვების გაძნელების პრობლემა გაუჩნდა, მუცელმა ზომაში მოიმატა და შებერილობის დისკომფორტიც შეექმნა. ნაირა ტაბატაძე კავკასიის მედიცინის ცენტრში შეშინებული მივიდა. სურდა, მისი შიში ექიმებს გაექარწყლებინათ.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა კავკასიის მედიცინის ცენტრში
Посмотреть
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა კავკასიის მედიცინის ცენტრში
15 Июнь 2022
კავკასიის მედიცინის ცენტრი აქტიურადაა ჩართული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენის უფასო სახელმწიფო პროგრამაში და თბილისში რეგისტრირებულ 25-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებს პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.