COVID -19 პანდემიის პირობებში, ცხოვრება ბევრი ადამიანისთვის გარკვეულ სტრესთან ასოცირდება. ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ვირუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზეგავლენაა ადამიანებზე, რომლებმაც გადაიტანეს ვირუსი, ან იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან უბრალოდ უჩვეულო, შეზღუდვებით სავსე გარემო პირობებთან უწევთ ადაპტირება
ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში - პროექტის მიზანია, დავეხმაროთ კოვიდ-გადატანილ პირებს პოსტ-კოვიდ სტრესის და რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მართვაში, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფ პირებს თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენებაში და არსებული მდგომარეობის დადებითი ასპექტების გაცნობიერებაში პროექტის ვებინარების სერია 4 ნაწილად ჩატარდება
მეორე ვებინარის სპიკერი: პაატა პაპავა
"ერთი პატარა ნაბიჯი"
"რატომ უნდა ვიზრუნოთ უწყვეტად საკუთარ და სხვათა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? როგორ შევინარჩუნოთ მენტალური სიმტკიცე ძლიერი სტრესებით გაჯერებულ ვითარებებში? რა გზებით ჩავნერგოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა პიროვნული განვითარების „პროგრამებში“? საკითხებში ჩაღრმავებას ხორციელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის კიბით, რომელზეც უკლებლივ ყველანი ვდგავართ. სამყარო და ცხოვრება იმგვარადაა მოწყობილი, რომ დაზუსტებით ვერავინ იტყვის, როდის რომელ მხარეს გადავინაცვლებთ ამ კიბეზე.
საუბარს განვაგრძობთ მენტალური ჯანმრთელობის ხელშემწყობი საკვანძო ფაქტორებით. ვებინარის ბოლოს გამოვიყენებთ ქოუჩინგის პრაქტიკულ ტექნიკას და დავსახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც მენტალური სტაბილურობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა მოაქვს შედეგად."
ვებინარი ჩატარდა 22 იანვარს პროექტისთვის ილუსტრაციები შექმნა მაია სუმბაძემ