დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. კარიერული განვითარების მიზნით, ის იმყოფებოდა: ქ. პარიზის სორბონის უნივერსიტეტში, ქ. მოსკოვის სეჩენოვის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიასა და ნ.ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის კვლევით ცენტრში, სადაც დაეუფლა ნევროლოგისა და რადიოლოგის სპეციალობებს. 2012 წელს, სოფიო მიქიაშვილმა მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
სოფიო მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონგრესებში, ტრენინგებსა და სასერთიფიკატო ღონისძიებებში. აღსანიშნავია: შვეიცარიის, იტალიის, პოლონეთის, რუსეთის, გერმანიის, აშშ-ს, ავსტრიის, თურქეთისა და ევროპის რადიოლოგიური კონგრესები.
ის ასევე გახლავთ შემდეგი საზოგადოების წევრი: ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაცია, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, ევროპის რადიოლოგთა ასოციაცია - (ECR), (ERASMUS), (ESHNR), (ESNR), ევროპის ახალგაზრდა ნევროლოგთა ასოციაცია (EFNS).
სოფიოს აქვს 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამჟამად, ის დასაქმებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში და უკავია ექიმი-რადიოლოგის პოზიცია.
ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში. ამჟამად მისი სახელით გამოცემულია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომიც.