პრევენციული მედიცინა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის მექანიზმია. პირველადი და მეორადი პროფილაქტიკა დაავადებათაგანვითარების აღკვეთასა და უკვე განვითარებული პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ემსახურება, რაც მკურნალობის ხარისხს ზრდის და შესაძლო გართულებების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასაკი, სქესი და გენეტიკა მრავალი დაავადების განვითარების რისკფაქტორია. შესაბამისად, პერიოდულ პრევენციულ შემოწმებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
კავკასიის მედიცინის ცენტრის ბაზაზე არსებული დიაგნოსტიკური ჰაბი პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, საბაზისო, კლასიკური თუ პრემიუმ სახის პაკეტებით ისარგებლოს ან ნებისმიერი სახის ამბულატორიული მომსახურება სპეციალიზებულ სივრცეში მიიღოს. პრევენციული მედიცინის ცენტრში კვლევების ნაირსახეობა სქესისა და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არის დიფერენცირებულიდა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებთან ერთად, ექიმების მულტიპროფილური გუნდისმომსახურებას ითვალისწინებს.
ჰოსპიტალში ასევე მოქმედებს VIP სკრინინგ-პაკეტები, რომელიც დამატებით ბენეფიტებთან ერთად, პერსონალური სამედიცინო კონსიერჟის მომსახურებასაც მოიცავს. ასევე აღსანიშნავია, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი სახელმწიფო სკრინინგ-პროგრამებშია ჩართული, რაც მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სკრინინგით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. პრევენციული სკრინინგ-პაკეტები თანამედროვე მედიცინის პრინციპების დაცვით არის შედგენილი და მიზნად ისახავს სხვადასხვა სისტემის დეტალურ დიაგნოსტირებას, რაც უსიმპტომოდ მიმდინარე შესაძლო დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას უწყობს ხელს.