ბავშვებზე მორგებული თბილი და კომფორტული გარემო, სადაც მკურნალობის გარდა, შესაძლებელია პაციენტთა განვითარებისა და ჯანმრთელობის მეთვალყურეობა - კავკასიის მედიცინის ცენტრი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საქართველოში. მაღალხარისხიან პედიატრიულ ცენტრში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ნებისმიერი სახის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური მომსახურება.
პედიატრიული ცენტრი პაციენტებს წინასწარი ჩაწერით (2 600 600) შემდეგი მომსახურების მიღებას სთავაზობს:
- პედიატრის კონსულტაცია;
- ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია;
- ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
- ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია;
- ალერგოლოგის კონსულტაცია;
- პუბერტული (გარდამავალი) ასაკის დერმატოლოგის კონსულტაცია;
- პუბერტული (გარდამავალი) ასაკის გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია;
პედიატრიულ ცენტრში გეგმიური ამბულატორიული და გადაუდებელი დახმარება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ეწევათ. მოქმედებს იმუნაზაციის სისტემა, სადაც ეროვნული კალენდრის მიხედვით გათვალისწინებული აცრების ჩატარებაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ძლიერ მხარესმომსახურების მაღალ ხარისხსადა კვალიფიციურ პერსონალთან ერთად,ყველა სერვისის ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობაწარმოადგენს.
პედიატრიულ ცენტრს მედიცინის დოქტორი და ღირსების ორდენის მფლობელი, 25-წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი, თემურ მიქელაძე ხელმძღვანელობს.