კავკასიის მედიცინის ცენტრში ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლური დარღვევების ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც პაციენტებს სრული ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური მომსახურების მიღებას ერთ სივრცეში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში სთავაზობს.
ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლური დარღვევების ცენტრში შემდეგი მომსახურების მიღება წინასწარი ჩაწერით (2 600 600) არის შესაძლებელი:
- ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
- ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგის კონსულტაცია;
- თავ-კისრის ქირურგის (ფარისებრი ჯირკვლის ქირურგის) კონსულტაცია;
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია;
- სხეულის შემადგენლობის განსაზღვრა;
მაღალკვალიფიციური და მრავალპროფილური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებულ ცენტრში ხორციელდება ყველა სახის ლაბორატორიული გამოკვლევა, რომლის მაღალი სანდოობა დადებითი გამოსავლის გარანტს წარმოადგენს. ასევე, შესაძლებელია კვების ინდივიდუალური რეჟიმის შერჩევა და კუჭის ბოტოქსის პროცედურის შემდგომი მართვა, რომელიც წონის კლების მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლური დარღვევების ცენტრი პაციენტებს პაკეტურ შეთავაზებებსაც სთავაზობს. მათ შორის არის:
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენციული სკრინინგ-პაკეტი;
- დიაბეტის მეთვალყურეობის სკრინინგ-პაკეტი;
- ჭარბი წონისა და პრედიაბეტის პრევენციული სკრინინგ-პაკეტი;
აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ორგანიზმის თითოეული უჯრედის სწორ ფუნქციონირებაში იღებს მონაწილეობას და მეტაბოლიზმის პროცესებს არეგულირებს, რის გამოც მცირე დარღვევაც კი ხშირად მთელ ორგანიზმს უქმნის საფრთხეს. მით უმეტეს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა და იოდის დეფიციტი, სხვა გარემო-ფაქტორებთან ერთად, საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მაღალ სტატისტიკას განაპირობებს.