OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

ცენტრები

გასტროენტეროლოგიური ცენტრი

გასტროენტეროლოგიური ცენტრი
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
გასტროენტეროლოგიური დაავადებების ცენტრი სრულ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ მომსახურებას ერთ სივრცეში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში სთავაზობს პაციენტებს, რომლებიც კავკასიის მედიცინის ცენტრს ეწვევიან. უმაღლესი დონის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური აპარატურით აღჭურვილ ჰოსპიტალში წინასწარი ჩაწერით (2 600 600) არის შესაძლებელი შემდეგი მომსახურების მიღება:

  • გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
  • ნუტრიციული სტატუსის შეფასება;
  • ზოგადი ქირურგის კონსულტაცია;
  • პროქტოლოგის კონსულტაცია;
  • პროქტოლოგიური პროცედურები;
  • სრული ენდოსკოპიური სერვისი (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია);

უფრო კონკრეტულად, ნუტრიციული სტატუსის შეფასების შემდეგ ხორციელდება სამკურნალო კვებითი რეჟიმის ინდივიდუალური შემუშავება და პაციენტის ცხოვრების წესზე მორგება, რაც მნიშნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გასტროენტეროლოგიური პრობლემების მკურნალობის ხანგრძლივ პროცესში. გარდა ზოგადი სერვისებისა, ცენტრში შესაძლებელია ისეთი იშვიათი და საჭირო სერვისების მიღება, როგორიცაა:

  • სხვადასხვა პროქტოლოგიური პროცედურა, მათ შორის ჰემოროის კვანძების ლიზირება ე.წ. უსისხლო მეთოდით;
  • სწორ ნაწლავზე ამბულატორიულ რეჟიმში ჩარევა, მათ შორის სწორი ნაწლავის ნახეთქების ბოტოქს-თერაპია;
  • კუჭის ბოტოქსის პროცედურები წონის კორექციისა თუ სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკურნალობისთვის.



აღნიშნული პროცედურების ჩატარება გასტროენტეროლოგიური დაავადებების ცენტრში ანესთეზიის ქვეშ არის შესაძლებელი. ჰოსპიტალი აღჭურვილია უმაღლესი დონის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური აპარატურის სრული სპექტრით და დაკომპლექტებულია დასავლური გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდით, რომელთაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა სახის ქირურგიული მკურნალობის (ჩარევები ნაღვლის ბუშტზე, მსხვილ ნაწლავზე, ღვიძლზე, პანკრეასზე, სხვადასხვა სახის თიაქრის კორექცია და სხვა) მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. აღსანიშნავია ბარიატრიული ოპერაციების უდიდესი წარმატებაც. აღნიშნულ მიმართულებას ჰოსპიტალში ლექსო ლაგვილავა და ოლეგ ქოიავა ხელმძღვანელობენ.