OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

ცენტრები

ტრავმატოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი

ტრავმატოლოგიისა და რევმატოლოგიის  ცენტრი
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
ტრავმატოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი კიდევ ერთი კომფორტული გარემოა ამბულატორიული პაციენტებისთვის კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც ნებისმიერი სახის დიაგნოსტიკური მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია როგორც სრული ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური, ასევე - სტაციონარული სერვისი. ცენტრში შემდეგი სახის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი:

  • ტრავმატოლოგის კონსულტაცია;
  • ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია;
  • რევმატოლოგის კონსულტაცია;
  • ძვალსახსროვანი სისტემის ფუნქციური შეფასება;
  • სახსარშიდა ინექციები;
  • ფიზიოთერაპია;

ასევე, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მომსახურებას წარმოადგენს სამკურნალო ფიზკულტურა, რომელიც პაციენტის სრული რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ტრავმატოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრში ძვალსახსროვანი სისტემის დიაგნოსტიკა მაღალტექნოლოგიურად ხორციელდება. ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი თაობის სამედიცინო ინფრასტრუქტურით, რაც ინსტრუმენტული კვლევების სიზუსტეს განაპირობებს. გარდა ამისა, ხორციელდება ყველა სახის ლაბორატორიული გამოკვლევა, რომლის მაღალი სანდოობაც დადებითი გამოსავლის გარანტს წარმოადგენს. ცენტრი დაკომპლექტებულია დასავლური გამოცდილების მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდით, რომელსაც ორთოპედ-ტრავმატოლოგი, გიორგი ობგაიძე ხელმძღვანელობს. რევმატოლოგიის მიმართულებას კი პროფესორი მარიკა თოიძე უდგას სათავეში.

ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა ნომერზე: 2 600 600. ტრავმატოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი გთავაზობთ კომფორტულ გარემოს ერთ სივრცეში.