თამარ ფანცხავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი მიიღო. რეზიდენტურაზე სწავლა მან კარდიოლოგიის განხრით ჯერ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში, შემდეგ კი ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში განაგრძო.
თამარ ფანცხავამ კვალიფიკაცია საზღვარგარეთ აიმაღლა. სტაჟირების პროგრამა მან ავსტრიაში, კლინიკა Ordensklinikum Linz-ში გაიარა. ის ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2018 წლიდან შეუერთდა. თამარ ფანცხავას კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმი-კარდიოლოგის პოზიცია უჭირავს. ის ასევე არის ქსელის კარდიოლოგია/კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელი.