OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

მაია ჩხაიძე

ბორდის წევრი
მაია ჩხაიძე
მაია ჩხაიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა. მისი პროფესიული მოღვაწეობა 1982 წლიდან იწყება. 2012 წლიდან ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორია. ასევე, გახლავთ ევექსის ქსელის პედიატრიული სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი. ის ფლობს მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხს. აგრეთვე, არის 45 სამეცნიერო ნაშრომისა და არაერთი პუბლიკაციის ავტორი.

გარდა ამისა, მაია ჩხაიძე 10-ზე მეტი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული პროტოკოლის ავტორი და თანაავტორიც გახლავთ. ასევე, არის უწყვეტი სამედიცინო განათლების 20 აკრედიტებული პროგრამის ხელმძღვანელი. მონაწილეობს რამდენიმე კვლევაში და ხელმძღვანელობას უწევს „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამას.

მაია ჩხაიძე საქართველოს კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტია. ამავდროულად, არის საქართველოს პედიატრთა აკადემიის გამგეობის თავმჯდომარე და ევროპის პედიატრიული ინფექციური დაავადებების საზოგადოების წევრი. ასევე, ის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტია ბავშვთა გადაუდებელი მედიცინისა და ბავშვთა კრიტიკული მედიცინის დარგში. გარდა ამისა, არის სასერტიფიკატო გამოცდების დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში.