სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა. აღნიშნული დაავადებების მართვისთვის კავკასიის მედიცინის ცენტრის ოფთალმოლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკასა და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას - როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული ჩარევითა და სპეციალური ვარჯიშებით.
ზუსტი დიაგნოსტიკისთვის განყოფილებაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:
პირველ რიგში, განყოფილებაში მიმართავენ თერაპიულ მკურნალობას (სათვალის დანიშვნა და სპეციალური ვარჯიშების კურსის ჩატარება), ხოლო თუ აღნიშნულ მეთოდს არ აქვს სასურველი შედეგი, ხორციელდება ქირურგიული მკურნალობა. სიელმის ოპერაციული ჩარევის ასაკი წყდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და მოიცავს:
აღსანიშნავია, რომ ოფთალმოლოგიური სამსახური 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სიელმისა და რეფრაქციული მანკების მკურნალობის ეფექტურ საშუალებას - პლეოპტიკურ, ანუ კომპიუტერულსა და ლაზერულ ვარჯიშებს სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთადერთი ჰოსპიტალია საქართველოში, რომლის ბავშვთა ოფთალმოლოგიური განყოფილება 2 სამკურნალო/სავარჯიშო - ჰელინეონისა და ინფრაწითელი ლაზერული აპარატითაა აღჭურვილი. მათი მეშვეობით უმჯობესდება ქსოვილების ტროფიკა, თვალში სისხლის მიმოქცევა და იხსნება სპაზმი. გარდა ამისა, განყოფილება სიელმის სამკურნალოდ ულტრათანამედოვე აპარატს - სინოპტოფორსაც გვთავაზობს.