OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Blog

Blog

გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში

04 April 2023
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში

გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით. დაავადების დროს ირღვევა კორონარული არტერიების სისხლგამტარობა და გულს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი, რაც ხელს უშლის გულის კუნთის ინტენსიურ მუშაობას.  კავკასიის მედიცინის ცენტრის კარდიოლოგიური სამსახური აქტიურადაა ჩართული იშემიური დაავადების პრევენციაში და ამ მიზნით გვთავაზობს მრავალმხრივ, კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას.

 კარდიოლოგიის სამსახური წარმოადგენს მულტიფუნქციურ ცენტრს, რომლის პრიორიტეტი გულის დაავადებების განვითარების პრევენციაა, რისთვისაც კლინიკაში ზუსტად და კვალიფიციურად ისაზღვრება პაციენტის რისკ-ჯგუფი, რაც მოიცავს: სხვადასხვა სახის რისკ-ფაქტორების ერთობლიობას, თანმხლები დაავადებებისა და მავნე ჩვევების არსებობას. სწორედ მათი კონტროლი და ადეკვატური მკურნალობა იძლევა დაავადების თავიდან არიდების შესაძლებლობას.

ვინაიდან ინდივიდის განათლებას, კარდიოლოგიური პათოლოგიის პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული გავლენა აქვს დაავადების დადებით გამოსავალზე, განყოფილება პაციენტებს აწვდის ზუსტ ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სტატუსის შესახებ და ქმნის კვლევებისა და მკურნალობის ინდივიდუალურ სქემებს საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინების მიხედვით.

გულის იშემიური დაავადების სადიაგნოსტიკოდ ჰოსპიტალში გამოიყენება არაინვაზიური და ინვაზიური გამოკვლევის მეთოდები, კერძოდ:

  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • სტრეს-ტესტი;
  • ჰოლტერის მონიტორინგი;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ინვაზიური კორონაროგრაფია.

კავკასიის მედიცინის ცენტრის კარდიოლოგიური განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონდე გუნდით, რომელიც აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. გუნდის ხელმძღვანელი კი მედიცინის აკადემიური დოქტორი, კარდიოლოგი - სოფიო წიქარიშვილია.

Other Blogposts

კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 March 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 February 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Explore Now
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
08 November 2022
ეპილეფსია საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა ამოუცნობ მოვლენად და მას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს, მათ შორის დემონების დაავადებას უწოდებდნენ. განვითარების ეტაპებმა კაცობრიობის დაბნეულობას საბოლოოდ მოჰფინა ნათელი და დაადასტურა, რომ ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური პათოლოგიაა, რომელიც ნებისმიერი სქესის, ასაკისა და რასის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.