OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი

ნათია ნუცუბიძე

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი
ნათია ნუცუბიძე
ნათია ნუცუბიძე კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. მანამდე ის ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა, პარალელურად კი ევექსის აჭარის რეგიონული დირექტორი იყო. ნათია ნუცუბიძე ევექსის გუნდს 2012 წელს კლინიკურ-კომერციული დეპარტამენტის უფროსის პოსტით შეუერთდა.

2011-2012 წლებში ის საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერის, "გრას სავუას" საქართველოს წარმომადგენლობის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი, 2005-დან 2012 წლამდე, მუშაობდა სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაიში" სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე: ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალდაგი ბისიაი ასისტანსის დირექტორის მოადგილე და პროვაიდერული ქსელის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

გარდა ამისა, ნათია ნუცუბიძე ფლობს სახელმწიფო ლიცენზიას ნეონატოლოგიაში. მას წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი პედიატრიის სპეციალობით.

ის გახლავთ კავკასიის ბიზნეს-სკოლისა და სკრენტონის უნივერსიტეტის (პენსილვანია) მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალობით. ასევე, ნათია ნუცუბიძე საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაში, რომელიც სპეციალურად ევექსის ლიდერებისთვის შეიქმნა.