დიმიტრი წვერავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. მან რეზიდენტურა ამავე სასწავლებელში შინაგანი მედიცინის განხრით გაიარა, კვალიფიკაცია კი რადიოლოგიის კუთხით ევროპაში აიმაღლა.
30-მდე პუბლიკაციის ავტორი სხვადასხვა დროს წამყვან კლინიკებში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ექიმისა და თერაპევტის პოზიციებზე მუშაობდა. დღეს ის კავკასიის მედიცინის ცენტრში თერაპევტისა და რადიოლოგის პოზიციას იკავებს.