OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

ცენტრები

ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი

ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი ევექსის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულების, კავკასიის მედიცინის ცენტრის ამბულატორიული სივრცეა, რომელიც ქალებს სრულფასოვან გამოკვლევას სთავაზობს. ხელმისაწვდომია როგორც ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, ასევე - საჭიროების შემთხვევაში კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა.

ქალთა ჯანმრთელობის ცენტრში ხორციელდება წინასწარი ჩაწერა ნომერზე 2 600 600 და ერთ სივრცეშია შესაძლებელი შემდეგი სამედიცინო მომსახურების მიღება:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია;
  • ამბულატორიული გინეკოლოგიური მანიპულაციები;
  • კოლპოსკოპია, ჰისტეროსკოპია;
  • მილების გამავლობის აღდგენა და სხვა.

ცენტრში ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველა ის სამედიცინო აპარატურა და სერვისი, რომელიც ქალების ჯანმრთელობის განსასაზღვრად და შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად არის განკუთვნილი. მიმართულებას ჰოსპიტალში მედიცინის აკადემიური დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ვადიმ ხატიაშვილი ხელმძღვანელობს. მის გუნდში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ერთიანდებიან. მათ შორის არიან გინეკოლოგები ხათუნა კერესელიძე, ნონა ჯაფარიძე და მაია შამუგია და გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ნანო ბჟალავა. აღსანიშნავია ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში კავკასიის მედიცინის ცენტრში ხელმისაწვდომია ონკოგინეკოლოგიური სერვისიც. მიმართულებას ჰოსპიტალში არჩილ შარაშენიძე ხელმძღვანელობს.
სხვა სერვისები