OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

ცენტრები

გულის ცენტრი

გულის ცენტრი
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
კარდიოლოგიური დაავადებების პრევენციის, დროული გამოვლენისა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კავკასიის მედიცინის ცენტრში შეიქმნა სივრცე, რომელიც პაციენტებს სრულ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ მომსახურებას მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში სთავაზობს. გულის ცენტრი მაღალკვალიფიციური ექიმების მულტიპროფილური გუნდით არის დაკომპლექტებული და დაავადებების აღკვეთასა თუ უკვე განვითარებული პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა/მკურნალობას ემსახურება.

გულის ცენტრი პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ შემდეგი სახის მომსახურება:

  • კარდიოლოგის კონსულტაცია;
  • ინტერვენციული კარდიოლოგის კონსულტაცია;
  • არითმოლოგის კონსულტაცია;
  • კარდიოქირურგის კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

გულის ცენტრში მოქმედებს პაციენტის საჭიროებებზე მორგებული პაკეტური შეთავაზებები და ხორციელდება ყველა სახის ინსტრუმენტული კვლევა, მათ შორის ხელმისაწვდომია ფუნქციური დიაგნოსტიკა:

  • დატვირთვის ეკგ;
  • დატვირთვის ექოკარდიოგრაფია;
  • ჰოლტერ-მონიტორირება (24 სთ, 48 სთ, 72 სთ);
  • ექოკარდიოგრაფია;
  • ტრანსეზოფალური ექოკარდიოგრაფია;
  • გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ელექტროკარდიოგრაფია;

გულის ცენტრი აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე ექიმების გუნდით, რომელსაც კოორდინირებას პროფესორი სულხან ლომინაძე და მედიცინის აკადემიური დოქტორი, სოფიო წიქარიშვილი უწევენ. მულტიდისციპლინური გუნდი კონსულტაციების, ინსტრუმენტული კვლევებისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგების საფუძველზე შეგიდგენთ შესაბამის სამკურნალო გეგმას და მოგცემთ ცხოვრების ინდივიდუალური წესის რეკომენდაციებს.

ყველა სახის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური მომსახურების მისაღებად ხორციელდება წინასწარი ჩაწერა ნომერზე 2 600 600.
სხვა სერვისები