რუსუდან ქამადაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზოგადი პროფილის ექიმი-პედიატრის სპეციალობით დაამთავრა. დიპლომისშემდგომი განათლება ჯერ ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში საოჯახო მედიცინის მიმართულებით მიიღო, შემდეგ კი გადაუდებელი მედიცინის განხრით ევექსის სასწავლო პროგრამაზე ისწავლა. ის ფლობს შესაბამის სერტიფიკატებს სამივე მიმართულებით.
რუსუდან ქამადაძე ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2014 წლიდან შემოუერთდა. ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ასევე, არის ქსელის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი ამავე მიმართულებით.