OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

მაკა თევზაძე

წევრი
მაკა თევზაძე
მაკა თევზაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და მოგვიანებით ლიცენზირებული ნეონატოლოგისა და რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის სტატუსი მოიპოვა. კვალიფიკაცია სხვადასხვა სამედიცინო კონფერენციასა თუ ტრენინგში მონაწილეობით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აიმაღლა. არის
საქართველოს პედიატრთა ასოციაციისა და ევროპის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების წევრი.

მაკა თევზაძე ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2012 წელს შემოუერთდა. თავდაპირველად, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგისა და განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებდა, ამჟამად კი ამავე მიმართულებას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უძღვება. ასევე, ის არის ევექსის პედიატრიული სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.

მაკა თევზაძე არაერთი სამედიცინო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი და თანაავტორია. ეწევა აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობასაც.