OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ცოტნე სამადაშვილი

ბორდის წევრი
ცოტნე სამადაშვილი
ცოტნე სამადაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და სწავლა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით გააგრძელა. მოგვიანებით მან პროფესიული სერტიფიკატები მიიღო კლინიკურ მედიცინასა და პედიატრიული ასაკის ბავშვების ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში. მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი კი 2016 წელს მოიპოვა.

ცოტნე სამადაშვილი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში. მის სახელს უკავშირდება არაერთი პუბლიკაცია და ნაშრომი. ის არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ასევე, კითულობს ლექციებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. გარდა ამისა, ცოტნე სამადაშვილი საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის წევრი და საქართველოს ანესთეზიოლოგია-ინტენსიური მოვლის სკოლის თანადამფუძნებელია.

ცოტნე სამადაშვილი ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2009 წლიდან შემოუერთდა. კავკასიის მედიცინის ცენტრში ის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სამსახურს ხელმძღვანელობს. ასევე, არის ამავე მიმართულების სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.