OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვისთვის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ცენტრები ამოქმედდება

14 აპრილი 2021
კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვისთვის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ცენტრები ამოქმედდება
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. გართულებები განსაკუთრებით ხშირია რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნებათ.

სწორედ ამ მიზნით, ევექსი ჰოსპიტლების ბაზაზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ამოქმედდება.

ერთ-ერთი პირველია თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრი, სადაც 14 აპრილიდან კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი ამოქმედდა და პაციენტებს უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობა უტარდებათ.

კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობაზე როგორც ფიზიკური, ისე - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს. ცენტრში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ. მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით იგეგმება და ითვალისწინებს რეაბილიტაციის კურსსაც, როგორც უშუალოდ კავკასიის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, ასევე საქართველოს ბალნეოლოგიურ კურორტებზე.

გარდა ამისა, ცენტრი სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოსახლეობას მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ შესთავაზებს თერაპევტის მომსახურებას და ჯგუფურ ფსიქოლოგიური სეანსებს.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელი მაისის ბოლომდე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს, რაც მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გაზრდის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთთ ვებ-გვერდს www.cmchospital.ge

სხვა სიახლეები

სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი კავკასიის მედიცინის ცენტრში
.
გაიგეთ მეტი
სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი კავკასიის მედიცინის ცენტრში
29 სექტემბერი 2021
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ თანამედროვე აპარატურითა და უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი განახლებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი გაიხსნა.
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
.
გაიგეთ მეტი
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
16 სექტემბერი 2021
კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც ექიმებისა და ექთნების ახალი და მძლავრი გუნდით არის დაკომპლექტებული. ონკოლოგიურ პაციენტებს ჰოსპიტალში მულტიდისციპლინური გუნდი ემსახურება.
ონკოლოგების უფასო კონსულტაციები ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში
.
გაიგეთ მეტი
ონკოლოგების უფასო კონსულტაციები ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში
16 სექტემბერი 2021
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო ონკოლოგიური კონსულტაციები ჩატარდა. პაციენტები კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის რადიაციულმა ონკოლოგებმა, აკაკი ჩიხლაძემ და ეთერ ნათელაურმა მიიღეს.